14 ივნისს გურიაში, დაბა ლაითურის ახალგაზრდებმა ინიციატივა / Initiativeის ფარგლებში ჩაატარეს კამპანია გარემოს დაცვის თემატიკაზე, რომელიც გრძელდებოდა რამოდენიმე დღე და მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს. ინიციატორების ორგანიზებით ჩატარდა სკოლის ესეეების კონკურსი. ჯგუფის წევრებმა დაბაში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები სადაც მოსახლეობას გააცნეს ინფორმაცია გარემოს დაცვის აუცილებლობასა და დაუდევრობის შესაძლო შედეგებზე. შეხვედრების შემდეგ მოსწავლეებმა მოაწყვეს მსვლელობა, მსვლელობის დროს განათავსეს საინფორმაციო პოსტერები. ამავე კამპანიის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც 20-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო ესეების კონკურსში გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცა წიგნები. დაბა ლაითურში რამდენიმე დღიან სამოქალაქო აქტივობებს ჯამში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დაესწრო და მიიღეს საჭირო სახის ინფორმაცია და გამოცდილება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *