17 ივნისს ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ინიციატივის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ეკო ქსელის ფინალი, ფინალში 6 გუნდი მონაწილეობდა. ფინალი ორი ძირითადი ეტაპისაგან შედგებოდა. მონაწილე გუნდებმა წარადგინეს პრეზენტაციები, რომლის მოსამზადებლადაც ერთი კვირა ჰქონდათ, პრეზენტაციები შეფასდა შემდეგი ორი კრიტერიუმით: ინფორმაციის სიზუსტე და ჯგუფის წევრების მაქსიმალური ჩართულობა.
კონკურსში მაქსიმალური ქულა აიღო ქალაქ ფოთის მე-3 საჯარო სკოლის გუნდის პრეზენტაციამ, რომელიც ეხებოდა ატმოსფეროს დაბინძურებას.

მეორე ეტაპი იყო ვიქტორინა გარემოს დაცვის თემატიკაზე. ვიქტორინაში ყველაზე მაღალი შედეგი გუნდმა “უბუნტუმ” აჩვენა. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა დასუფთავების აქცია, რომელშიც პროექტში მონაწილე გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

მონაწილე გუნდებს გადაეცათ შესაბამისი პრიზები. პროექტის სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა მიიღო 80-მდე ახალგაზრდამ. პროექტის შედეგად ჩამოყალიბებული ეკო-ქსელი აქტიურად იმუშავებს ქალაქ ფოთის გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში. ეკო ქსელის სამოქმდო გეგმის მიხედვით ყოველი თვის ბოლო შაბათ-კვირას მოეწყობა დასუფთავების აქციები, ასევე ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგი ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

პროექტის ფინალი გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიის მიერ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *