22 ივნისს შეიქმნა სოციალური გვერდი, რომლის მიზანია რაც შეიძლება მარტივად და ეფექტურად მივაწოდოთ ხალხს პრობლემურ სიტუაციებში მოხვედრის შემთხვევაში თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რა არის კანონიერი და პრობლემის გადაჭრის სამართლებრივი გზა.

მაგალითად, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, განსაკუთრებით სტუდენტებს აწუხებთ პატრულთან ურთიერთობის პრობლემა, განსაკუთრებით ღამის საათებში ხდება მათი გაჩერება და შემოწმება. იმის გამო, რომ მათ არ იციან მსგავსი ქმედება სამართლიანია თუ არა, უშვებენ შეცდომებს პატრულთან საუბრისას, რაც იწვევს სიტუაციის გართულებას.

ამ პროექტის მიზანია მაქსმიალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ პრეცედენტებიდან გამომდინარე, რათა მათ წინასწარ იცოდენ კონკრეტული ნაბიჯის შედეგები და თავიდან აირიდონ პრობლემური სიტუაციები. საკმაოდ ორიგინალურ და საჭირო იდეას კარგი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში, გვერდს 5000-მდე მოწონება აქვს და აქტიურად ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას.

ბმული

გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 22 ივნისს და აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *