26 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, გაიმართა ტრენინგი, რომლის მთავარი თემა იყო კონსტიტუცია და მასში გაწერილი უფლება-მოვალეობები. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის “მომავლის ლიდერთა ასოციაციისა” და “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” პლატფორმა “ინიციატივის” მხარდაჭერით.
ტრეინინგს დაესწრო 30-ზე მეტი ახალგაზრდა, ტრეინინგის ფარგლებში გაიმაrთა დისკუსია, მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად და კონსტიტუციიდან სხვადასხვა საკითხზე წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები.
“მომავლის ლიდერთა ასოციაცია” აქტიურადაა ჩართული როგორც ინიციატივის პროექტებში, ასევე თავად წარმოადგენს ახალგაზრდულ პლატფორმას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის.

სტატია

გავიგოთ მეტი კონსტიტუციის შესახებ

რეპორტაჟი

,,მომავლის ლიდერთა ასოციაციამ,, მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *