პროექტი „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი – გორი“ მიმდინარეობდა 10-11 ივლისს გორის სასწავლო უნივერსიტეტში.

პირველ დღეს მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექცია საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით. სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა კომიტეტებში, რომლებიც დაყოფილი იყო ოთხი იდეოლოგიის მიხედვით. მონაწილეები გადანაწილდნენ კომიტეტებში და მუშაობდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონკრეტული იდეოლოგიის ჭრილში. მეორე დღეს მათ წარადგინეს რეზოლუციები და დებატების რეჟიმში გამოვლინდა საუკეთეო რეზოლუცია.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 45-მა ახალგაზრდამ, რომელთა ცოდნაც საკმაოდ გაიზარდა კონსტიტუციის, პოლიტიკური იდეოლოგიებისა და სახელმწიფოს მმართველი ორგანოების მუშაობის შესახებ. ასევე პროექტის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს საჯარო გამოსვლის, დებატებისა და გუნდური მუშაობის საინტერესო გამოცდილება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *