რადიო პალიტრას – FM 103.9 დღის ეთერში ინსტიტუტის პრეზიდენტი საუბრობდა ბრიუსელში მიმდინარე სამიტის შესახებ, საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ევროკავშირში საქართველოს მიღების პერსპექტივებსა და იმ საფრთხეებზე, რაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე შეიძლება შეხვდეს.

„ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, არის ეკონომიკური განვითარება. რაც უფრო განვითარებული ქვეყანა იქნება საქართველო, მით უფრო მეტი ინტერესი ექნება ევროკავშირის ქვეყნებს მიიღონ საქართველო წევრად. არავის არ სურს ღარიბი ნათესავის შეფარება – შესაბამისად, რაც უფრო გამდიდრდება საქართველო, რაც უფრო მეტი ეკონომიკური დოვლათი და ძლიერი ინსტიტუციები შეიქმნება, მით მალე გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. არავის არ სურს ისეთი ქვეყნის მიღება, რომელიც ერთ საშინელ დღეს გადაიქცევა დიქტატურად – შესაბამისად, ისინი ელოდებიან, როდის განვითარდება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფო ინსტიტუტები, ეკონომიკა – ამის მერე კი დაიწყება საუბარი გაწევრიანებაზე.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *