ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის სფეროში. ინსტიტუტი 2015 წლის 1 ივლისს დაარსდა და დღემდე განახორციელა მრავალფეროვანი პროექტები არაფორმალური განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და სოციალურ სფეროებში. ინსტიტუტის ისტორია დაიწყო 2012 წელს, როდესც თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტთან ჩამოყალიბდა სტუდენტური გაერთიანება „მომავალ დიპლომატთა კლუბი“, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა პროექტს თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობების ხელშეწყობას და საზოგადოებაში არაფორმალური განათლების დამკვიდრებას. ინსტიტუტი ახროციელებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც უმეტესწილად გათვლილია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობის ხელშეწყობა, ასევე დასავლური ფასეულობების გაცნობა და პოპულარიზაცია.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიზნებს შორის პრიორიტეტი ენიჭება წარჩინებული ქართველი მოსწავლეებიისა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო სარბილეზე (კონფერენციები, საერთაშორისო მოდელირებები, საგანმანათლებლო ტურები) მონაწილეობის ხელშეწყობას. ორგანიზაციის სახელთა და დახმარებით წარჩინებული მოსწავლეები და სტუდენტები უკვე წარსდგნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ისრაელი, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები). ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ახლაგაზრდებში ისეთი უნარჩვევების გამომუშავება, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვა და საჯაროდ გამოსვილის უნარების ამაღლება.

2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა განახორციელა ახალგაზრდული კამპანია „შენი ხმა, ჩვენი მომავალია“ – საქართველოს ისტორიაში არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფოს უმსხვილესი თანამშრომლოების პროექტი, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით გააერთიანა 500 ახალგაზრდა და მიზნად ისახავდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაღალი აქტივობის მიღწევას.