გიორგი მელაშვილის ინტერვიუ სოციალურ მედიაპროექტ #ჰეშთეგში

სოციალურ მედიაპროექტ #ჰეშთეგში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრზიდენტი, გიორგი მელაშვილი, საუბრობდა იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება მსოფლიო პოლიტიკურ კლიმატზე. ასევე, მან დააფიქსირა, თუ როგორი უნდა იყოს, მისი აზრით, საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე.

“ტრამპისთვის აუცილებელი იყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც ის გააჟღერებდა საკუთარი ადმინისტრაციის გამარჯვებად, მას სურს აჩვენოს, რომ ამერიკა არის მსოფლიო ლიდერი და შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ვინაიდან ისრაელი და აშშ არის საქართველოს უახლოესი პარტნიორები და ქართულ მხარეს აქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობები არაბულ სამყაროსთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე ურთიერთობის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე კარგი იქნება მოლოდინის რეჟიმი. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, ვერავინ, მითუმეტეს ვერანაირი ტერორისტული დაჯგუფებები ვერ გვაიძულებენ შევცვალოთ ჩვენი გადაწყვეტილება. საქართველომ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რომ არ გაიფუჭოს ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.