ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტი იწყებს პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის საზოგადოება დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ განხორციელებას.
პროექტის მიზანია შეიმუშაოს ინოვაციური მიდგომები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე სხვა ჰიბრიდული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობას აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.
ნიშანდობლივია, რომ პროექტში ჩართული იქნება ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.