შაკო ჩხეიძე, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის აღმასრლებელი დირექტორი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტში „ააშენე საქართველო“-ს მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა და თბილისის საკრებულოში, პროექტის წარდგენისას სტუმრებს სიტყვით მიმართა.
გამოსვლისას აკო ჩხეიძემ მეტწილად მიმოიხილა ახალგაზრდების ჩართულობის როლი და მნიშვნელობა როგორც ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ისე აღნიშნულ პროექტში, რომელიც სწორედ ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა მათი გააქტიურებისთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდებსაც კი უდგათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზების პრობლემა, ამის გამო ბევრი მათგანი ყველაზე უკიდურეს გზას – ქვეყნის დატოვებას მიმართავს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში.
მომდევნო 2 წლის განმავლობაში „ააშენე საქართველო“ მიზნად საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესში ჩვენი ქვეყნის წარმატებული ლიდერების და ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს.
ჩვენ ვეცდებით, საუბრის, დისკუსიისა და კომპრომისის გზით მოვამზადოთ ნიადაგი, რომელიც არაფორმალურ გარემოში საქართველოს წარმატებული მომავლის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული.
პროექტში სხვადასხვა სფეროებიდან 60 მონაწილეა ჩართული, მათ შორის, აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან.