ევროპულ-ქართული ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროსაბჭოს კონგრესის ეგიდით პროექტ #ინიციატივის ფარგლებში აცხადებს ადგილობრივ ლიდერთა პროგრამის კონკურსს. კონკურსი ცხადდება ახალგაზრდებისგან შემდგარი სამკაციანი ჯგუფებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში.

  • ფოთი
  • ხობი
  • ჭიათურა
  • ცაგერი
  • წყალტუბო
  • ქუთაისი
  • ახალციხე

კონკურსში გამარჯვებული გუნდი სრული შემადგენლობით გაემგზავრება ევროპულ-ქართული ინსტიტუტის საზაფხულო სკოლაში ბაკურიანში 2018 წლის აგვისტოში.

კონკურსის პირობები

  1. თითოეული ჯგუფი ირჩევს მუნიციპალიტეტში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემას.
  2. იღებს ამ პრობლემის შესახებ 3 ფოტოსურათს.
  3. აერთიანებს ამ ფოტოსურათებს 1 კოლაჟში [ სურვილისამებრ ზედ მიწერილი წარწერებით, თუ ეს უკეთ წარმოაჩენს პრობლემის არსს ].
  4. ფოტოსურათების მნიშვნელობა:
    1. პირველი ფოტო -პრობლემის გამომწვევი მიზეზი
    2. მეორე ფოტო – თავად პრობლემა
    3. მესამე ფოტო – გადაჭრის გზა
  5. შექმნილი კოლაჟი + აღწერა [მაქსიმუმ 70 სიტყვა დაყოფილი 3 აბზაცად, სურვილისამებრ ხატულების (სმაილების) გამოყენებით] უნდა გამოაგზავნოთ 2018 წლის 12 აგვისტოს 18:00 საათამდე ელ-ფოსტაზე tato@egi.ge
  6. გამოგზავნილ წერილში უნდა იყოს
    1. ფოტოსურათი
    2. აღწერა [მაქს. 70 სიტყვა, დაყოფილი 3 აბზაცად],
    3. მონაწილეების სახელები და გვარები, საკონტაქტო ნომრები.
  7. გამოგზავინს შემდეგ, 15 აგვისტოს, კოლაჟები და აღწერები აიტვირთება ევროპულ-ქართული ინსტიტუტის Facebook გვერდზე.
  8. გამარჯვებული გამოვლინდება Facebook გვერდზე კოლაჟის მიერ მიღებული მოწონებების სიმრავლისა და ჟიურის შეფასების შედეგად (საბოლოო შეფასების 50% Facebook გვერდზე მოწონებები, 50% – ჟიურის შეფასება) 2018 წლის 18 აგვისტოს 18:00 საათამდე.
  9. გამარჯვებულები გამოვლინდებიან მუნიციპალიტეტების მიხედვით (გუნდი ხარაგაულიდან, გუნდი გურჯაანიდან).
  10. კონკურსის მონაწილეების ასაკი: 16-დან 22 წლამდე.

განთავსების მომენტიდან 10 დღის შემდეგ გამარჯვებული გუნდების შეირჩევა ჟიურისა და ამ პერიოდში დაგროვებული ლაიქების მიხედვით. გადაღებული ფოტოები უნდა იყოს კრეატიული, რეალური (ფოტოზე უნდა იყოს ასახული რეალური პრობლემა და გადაჭრის გზაც უნდა იყოს რეალური),  უნდა ჩანდეს მასზე გამოსახული პრობლემის აქტუალურობა, გადაჭრის გზის ეფექტურობა და პრობლემის  და მისი გადაჭრის ორიგინალურად წარმოჩენა.

მაგალითი

ჩვენი ქალაქის მთავარი პრობლემა არის ჰაერის დაბინძურება.

პირველი ფოტო გვიჩვენებს პრობლემის გამომწვევ მიზეზს. კონკრეტულად ფოტოზე კი ნაჩვენებია გამონაბოლქვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, რომლითაც ყოველდღიურად ვმგზავრობთ და რომელიც პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი წყაროა.

მეორე ფოტო გვიჩვენებს პრობლების სიმწვავეს – თუ რამდენად განიცდის ქალაქი სუფთა ჰაერის დეფიციტს. ისევე, როგორც  სურათზე ნაჩვენები პარკიანი გოგონა.

მესამე ფოტო გვიჩვენებს გადაწყვეტის გზას. ეს გლობალური პრობლემაა, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოკრძალებული ძალისხმევით გამოასწოროს მდგომარეობა თუნდაც ერთი პატარა მცენარის დარგვით ან მოვლით. სურათზე ნაჩვენებია გოგონა, რომელიც სწორედ ასე იქცევა.

  1. პირველი ფოტო -პრობლემის გამომწვევი მიზეზი:
    გაუმართავი ტრანსპორტი
  2. მეორე ფოტო – თავად პრობლემა
    სუნთქვისა და ჰაერის ნაკლებობა
  3. მესამე ფოტო – გადაჭრის გზა
    მეტი გამწვანება

One thought on “ადგილობრივ ლიდერთა პროგრამა – კონკურსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.