ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა პოლიტიკოსის, პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, ალექსანდრე სამსონიძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

ხალხმა არ იცის ის თუ რა უფლებები გააჩნია, ხალხმა არ იცის ის თუ როგორ გვეკონტაქტოს და არ იცის ის თუ რა აზრია ჩვენთან კონტაქტში. ჩვენ უნდა ავამაღლოთ ხალხში ცნობიერება ორმხრივ კავშირზე მოქალაქისა და საჯარო სექტორს შორის.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

ერთ-ერთი სამაგალითო პოლიტიკოსი, რომელიც ხედავს პოტენციალს ახალგაზრდებში და ცდილობს მათ ჩართვას ამ სფეროში არის ანა დოლიძე.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

მე ჩემთვის ჩამოვაყალიბე მტკიცე პრინციპები და ხედვა იმისა თუ როგორ ვემსახურო საქართველოს მოქალაქეებს.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ამჟამად ვმუშაობ გარემოს დაცვის მიმართულებით

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

პირველ რიგში გარემოზე ზრუნვა უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საზოგადოებას ისე სახელმწიფოს. ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოში ძალიან დაბალ ნიშნულზეა და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგა, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასთან.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ხალხის დაბალი ნდობა საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების მიმართ. ეს უნდობლობა ასევე აისახება ამ სფეროში მოსულ ახალგაზრდა და პერსპექტიულ პირებზე რაც შემდგომ მხოლოდ ამძაფრებს სიტუაციას. ხალხი, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების არ ჯერა ცვლილებებს ვერ მოიტანს. ჩვენ ორმაგად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ უკან მოვიპოვოთ ხალხის რწმენა საკუთარ თავში და ჩამოვაყალიბოთ ისეთი სისტემა სადაც პოლიტიკოსები ძალაუფლების მონები კი არ არიან, არამედ ხალხის მსახურები.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

ახალი თაობის გააქტიურება. უფრო მეტი სტუდენტი და სკოლის მოსწავლეც კი ერთვება პოლიტიკურ აქტივობაში რაც აშკარაა მარტის პროტესტების მაგალითზე. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს წინა წლებთან შედარებაში. რაც უფრო ხშირად და მეტი გამოვა მით უფრო გაურთულდება და საბოლოოდ შეუძლებელი გახდება ხელისუფლებისთვის შემდგომი პრო-რუსული პოლიტიკის ნაბიჯების გადადგმა. ისტორიულად უკვე დამტკიცდა , რომ ეს ტენდენცია ნებისმიერ ქვეყანაში დადებითი ცვლილებების მომტანი იყო.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

საქართველო არის ევროპასთან ისე ახლოს როგორც არასდროს. ორივე მხრიდან – ევროკავშირისგან და ქართველ ხალხსიგან ჟღერდება იმის სურვილი, რომ დამოუკიდებელი საქართველო საბოლოოდ შეურთდეს ევროპის ოჯახს. არა ერთხელ დააფიქსირა ჩვნემა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია ამ საკითხში და კვლავ მტკიცედ გააგრძელებს ამ პოზიციაზე დგომას მიუხედავად ხელისუფლების ორპირი მოქმედებებისა. 2023 წლის მარტი და 26 მაისი, აი ეს არის ხალხის ნება – ევროკავშირი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.