ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტისა და ეკონომისტის, ალექსანდრე შარაშენიძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

კლასიკური გაგებით ეკონომისტის საქმე საქართველოში კერძო სექტორში იშვიათია. ძირითადად ბანკებში არსებულ მცირე ჯგუფებზე არის შეზღუდული. ბანკების გარეთ მხოლოდ საჯარო სექტორია (სადაც მუშაობას გასაგებია, რომ დიდი ბაგაჟი მოყვება) და „მოეკონომისტო“ სამსახურები, რომლებშიც ხშირად უფრო ბიზნეს ანალიტიკას ან ბუღალტერიას მოიცავს.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

კევინ მერფი (Kevin Murphy)

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

ბოლო პერიოდიდან ალბათ ჩემი თეზისი, რომელიც ეკონომიკის მეთოდოლოგიას იყენებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებიდან ერთ-ერთი მთავარი მოდელი „უსაფრთხოების დილემა“ განავრცოს და გააუმჯობესოს.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ამ ეტაპზე ვარ ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბის“ გენერალური დირექტორი

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

ფრანკლინის კლუბი დიდწილად საგანმანათლებლო საქმიანობით არის დაკავებული. უფრო კონკრეტულად ეს სამოქალაქო და პოლიტიკურ განათლებას ეხება, რომელიც საქართველოში სერიოზულ დეფიციტშია. მიმაჩნია, რომ კლუბის საქმიანობა მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ამ პრობლემის აღმოფხვრას.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

ალბათ ქართული საზოგადოების მთავარი გამოწვევა მაინც გეოპოლიტიკურია. რთულია წარმოვიდგინოთ საქართველოს ნორმალური განვითარება, თუ მუდამ გვექნება ეჭვი, რომ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

შიდა და გარე პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად მაინც აშკარაა სამოქალაქო საზოგადეობის განვითარება (ამას დიდწილად გლობალიზაციაც უწყობს ხელს). დღეს ბევრად მეტი კომპეტენტური ქართველია ყველა სფეროში (პროგრამისტები, ეკონომისტები, იურისტები, ა.შ.). ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობა *პოლიტიკის მიუხედავად* ვითარდება. ეს ძალიან კარგია, რადგან არ შეიძლება, რომ საზოგადოების წინსვლაა პოლიტიკურ მდგომარეობაზე იყოს დამოკიდებული.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

1. 9 აპრილი. ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.

2. ვარდების რევოლუცია. ალბათ შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს გვაქვს (მინუსებით და პლუსებით).

3. 2012 წლის არჩევნები. მოგვცა მთავრობის დემოკრატიულად შეცვლის პრეცედენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.