ჩემი მოკლე ბიოგრაფია

ანანა ცისკარიშვილი დაიბადა თბილისში 2001 წლის 1 იანვარს. ჰყავს და ელენე ცისკარიშვილი (10 წლის) . არის არასახელმწიფო საერო სკოლა ” ალბიონის” მე-11 კლასის მოსწავლე. ჩართულია სასკოლო პროექტებსა და ღონისძიებებში. ასევე აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ და კერძო ოლიმპიადებში. არის ოქროს მედლის კანდიდატი. უყვარს როგორც სამეცნიერო ისე მხატვრული ლიტერატურა. სწავლობს ინგლისურ, რუსულ, ესპანურ, ფრანგულ ენებს.

ჩემთვის #ინიციატივა არის

ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ პროგრესსა და ქვეყნის წინსვლაზე ორიენტირებულ ძალად. ის მოუწოდებს ახალგაზრდებს უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი გარემო. ინიციატივა ეს არის ურთიერთობა. რომელიც აახლოვებს ახალგაზრდებს და მათ თითქოს ერთ ოჯახად აქცევს. ინიციატივა ასევთქვათ ახალისებს ინიციატორებს საზაფხულო და ზამთრის ბანაკებით. რომელიც აგრეთვე დიდი გამოცდილება და მოტივაციაა ახალი თაობისთვის.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

დღესდღეობით ძალიან ცოტა ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ხელს უწყობს ახალ თაობას , მიიღონ არაფორმალური განათლება. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი 2015 წლიდან მხარში უდგას მომავალ თაობას და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებით ახალგაზრდებს უნვითარებს კრიტიკულ აზროვნებას
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ინსტიტუტის მიზანი არის საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, რაც ზრდის მათ პოტენციალს საერთაშორისო სარბიელზე.
წელს ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა მომცა შესაძლებლობა , ზამთრის სკოლაში, გამეცნო ნიჭიერი ახალგაზრდები და მემუშავა ისეთ პროექტებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან გამომადგება.

მე ასეთი საქართველო მინდა…

“ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.”
(ლ.ასათიანი)
ეს სიტყვები მაფიქრებს- მყოფნის კი ის, როგორიც არის ჩემი ქვეყანა?
წლების შემდეგ საქართველო სრულიად დამოუკიდებელი წარმომიდგენია, ქვეყანა,რომელსაც არ დასჭირდება საკუთარი განვითარებისათვის სხვისი ანალოგების გამოყენება.
მინდა ჩემმა საზოგადოებამ არ დაკარგოს პატრიოტობის გრძნობა და სამშობლოს სიყვარული, რადგან ნამდვილმა პატრიოტიზმა მოგვაღწევინა დღემდე და ამასთან ერთად ჩვენ არუნდა შეგვეშინდეს დასავლური ორიენტაციის მიღების რადგან როგორც ზვიად გამსახურდია იტყოდა “დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის, რომ, ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება დასავლური, ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ”
მინდა განათლება იყოს ისეთ დონეზე, რომ აღზარდოს ახალგაზრდა ადამიანი ისე, რომ ის იყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კანონმორჩილი მოქალაქე, ეროვნული და საგანმანათლებლო ღირებულებების მატარებელი და სკოლაში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უმაღლეს სასწავლებელში მიიღოს ისეთი კვალიფიკაცია, რაც მის მომავალ დასაქმებასა და ქვეყნისთვის სასარგებლო პროფესიის მიღებაში შეუწყობს ხელს.
მინდა რომ საქართველოს სასამართლო არ გამოირჩეოდეს მკვეთრი მიკერძოებულობით, არ ზღუდავდეს მოქალაქეების უფლებებს, და იყოს ყველანაირად ობიექტური.
მინდა საზოგადოების მიზანი არ იყოს ის რომ გაიქცნენ საქართველოდან. ამისთვის საჭიროა: ნებისმიერი საქმე იქნეს დაფასებული,მეტი სამუშაო ადგილები, ადამიანებს შორის სიყვარული და პატივისცემა, რომელიც მათ არ მიცემთ საშუალებას დატოვონ თავიანთი სამშობლო.
მინდა რომ საზოგადოებაში გაქრეს თავისუფალი აზრის შიში, ჩვენ ადამიანები რესურსნი ვართ ქვეყნისათვის, და თუ რესურს სწორად გამოიყენებ, აუცილებლად მიაღწევ შედეგს.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

ბავშვობიდან ბევრი რამ მაინტერესებდა, თავიდან დიპლომატიათქო(მხოლოდ იმიტომ რომ მანქანებზე წითელი ნომრები ჰქონდათ) ვფიქრობდი. და სულ რაღაც ერთ წელიწადში ქიმია-ბიოლოგიის შესწავლა დავიწყე, რამაც მთლიანად გამიტაცა და მომავალ პროფესიასაც(ბიო-ქიმიკოსობას) მათ ვუკავშირებ.

ქართველობა ჩემთვის არის…

“დაბადებამდე არავისთვის მითხოვია…
არ მიფიქრია….
უბრალოდ, განგებამ ინება და მე ქართველი ვარ.
ჩემთვის ქართველობა სიამაყე და ერთგვარი პასუხისმგებლობაა.
ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ქვეყანა უფლის სამკვიდროს, სამოთხეს დაამსგავსეს. ხშირად ვფიქრობ რით დავიმსახურე რომ ქართველი ვარ? ამ დროს კი თვალწინ მიდგება „საქართველოს დიდების“ ხატი, თითქოს ცოცხლდება წარსული: აი, ვახტანგ გორგასალი, წმინდა ნინო ვაზის ჯვრთით ხელში, მირიან მეფე და ნანა დედოფალი, გრიგოლ ხანძთელი, თამარ მეფე, დიდებით მობრძანდება დავით აღმაშენებელი, ნაღვლიანად გასცქერის საქართველოს დემეტრე თავდადებული, ომახიანად მოაბიჯებს 300 არაგველი…
და რატომ პასუხისმგებლობა?
პასუხისმგებლობა ჩვენი წინაპრების და მომავლის წინაშე. ნუთუ შევძლებ გავექცე ამ პასუხისმგებლობას? ჩვენი ისტორია ჩვენი ანდერძია. და რა თქმა უნდა რას გვარგებს მხოლოდ წარსულზე საუბარი, „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“.
და ჩემთვის ქართველობა არის ის რომ შევუნარჩუნო ჩემს ქვეყანას ღირსება.
გელათს და ტაოს ერთნაირად მოვუარო, კრძალვა მქონდეს ილია ჭავჭავაძისა და დავით გურამიშვილის საფლავების, ჩემს კულტურას კარი გავუღო, შევმატო ახალი, მაგრამ თვითმყოფადობა ბოლომდე შევინარჩუნო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.