ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ანა აფრიაშვილი. 18 წლის აქტიური, ახალგაზრდა სტუდენტი.სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე, დამატებითი სპეციალობის კუთხის სოციალურ/ პოლიტიკური მიმართულება. ამჟამად არის პირველკურსელი და აქტიურადაა ჩართული როგორც უნივერსიტეტის არაფორმალურ აქტივობებში, ისე მის გარეთ გარეთ არსებულ პროექტებსა თუ სხვადასხვა სახის ახალგაზრდულ გაერთიანებებში. ამჟამად თანამშრომლობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ამ კუთხით ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროდასავლური მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებასა და ცნობიერების ამაღლებას, იქნება ეს მოდელირებებისა თუ ინტერაქციული დებატების ორგანიზებით. ამასთანავე საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე აქტიური ბლოგერია და მოსწონს როცა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ათავსებს სტატიებს და ინტერვიუებს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში კომპეტენტურ ადამიანებთან.
ჩემთვის / #ქმედება არის
ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა და აქტიური მოქალაქისთვის, სამოქალაქო ქმედება არის პროექტი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება შემძინა. გარდა ამისა, ნამდვილად დავრწმუნდი იმაში თუ რა როლი ენიჭებათ დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდა ინოვატორებს, საღად მოაზროვნე ლიდერებსა და მომავალ პოლიტიკოსებს, რომელთაც აქვთ იმის პერსპექტივა, რომ თავად იყვნენ ცვლილება.ქმედების სკოლა არის ადგილი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას აძლევს კარიერული ზრდის პერსპექტივასა და იმ ლიდერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინტერესების გაღრმავებაში. როგორც პოლიტიკის ჯგუფის მონაწილემ, უამრავი ფაქტი შევიტყვე საქართველოს შიდაპოლიტიკური მოვლენების შესაზებ, რის შედეგადაც გავაანალიზე ისტორიული როლის მნიშვნელობა დღევანდელ პილიტიკუტ სურათზე. ჩემთვის ქმედება არის ნათელი მომავალი იმ კუთხით, რომ ეს პროექტი ჩვენი შესაძლებლობების რეალიზებაში გვიწყობს ხელს, რადგან ადამიანები იბადებიან ლიდერებად, აკონტროლებენ წარსულს და მასზე დაყრდნობით აშენებენ მომავალს.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ასოცირდება საქართველოს ნათელ მომავალთან, ვინაიდან ხსნა სწორედაც, რომ ევროპაშია. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი საუკეთესო ლიდერებს აერთიანებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაყრდნობით შექმნან ის გზა, რომელიც ნათელი მომავლის საწინდარია. ინსტიტუტის უკან დგას შემოქმედებითი ადამიანების ჯგუფი,რომელნიც ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მისცენ საკუთარი იდეების, ნიჭისა თუ შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.ჩემთის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ქართულ ღირებულებებზე, რომლებიც ცალსახადაა შერწყმული ევროპულ ფასეულობებთან და ეს ყველაფერი ერთგვარ კონტრასტულ პოლიტიკურ სურათს ქმნის, რაც პროდასავლურ კურსს უკავშირდება.
მე ასეთი საქართველო მინდა…
ის რაზეც საუბარი ყოველთვის მიჭირს ეს საქართველოს მომავალია, არა იმიტომ, რომ სურათი ფატალურია, არამედ იმიტომ, რომ ხსნა სწორედ ერთობაშია და დღევანდელი მდგომარეობით მიზნამდე დიდი გზაა გასავლელი. საქართველოს მომავალი ჩემთვის ასოცირდება დასავლურ კურსთან, ვინაიდან სწორედ ამ გზაზე ვხედავ ქვეყნის განვითარებას, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე. ჩემთვის, ახალგაზრდა მოქალაქისთვის, ერთპიროვნულია ჩავდო ყველა ის შესაძლებლობა ქვეყნის დასახმარებლად, რასაც კი საკუთარ თავში ვეძიებ. საქართველოს ხსნის გზა ვფიქრობ სწორედ განათლებასა და ერთობაშია. როდესაც ქვეყნის უკან დგას განათლებული, ერთიანი თაობა, თაობა, რომელიც შეცვლის ისტორიას, ჩემთვის არ არსებობს სიტყვა – არა. საქართველოს ისტორიული ფონი არ გვაძლევს დანებების შესაძლებლობას, მე კი ქვეყნის ნათელ მომავალს დემოკრატიულ საზოგადოებაში ვხედავ. ხალხში, რომელიც ღირებულებებისა და უფლებების დასაცავად შექმნის და ააშენებს სახელმწიფოს, სადაც არავინ არასდროს იქნება დაუცველი.საქართველოს მომავალს აქტიურ და მებრძოლ ადამიანებში ვხედავ რადგან გამოწვევებთან ბრძოლა ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ბოლოს უნდა გვახსოვდეს, რომ ” თუ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიე, ცხოვრებაზე ადვილი არაფერია.”
მომავალში მე მინდა გამოვიდე
ჩემი მომავალი ზუსტად ასოცირდება მრავალფეროვან კარიერულ საფეხურებთან იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ თავს ნათლად ვხედავ საჯარო მმართველობასა და სოციალურ/პოლიტიკურ მიმართულებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში ვაგროვებ საბაზისო ცოდნას, ვფიქრობ ეს დამეხმარება შემდგომ უკვე ამ ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში. საჯარო მმართველობა არის სფერო, სადაც მაქსიმალურად შევძლებ იმ უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გამოვლენას დიპლომატიის კუთხით , რაც დამეხმარება სრულყოფილ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში, იმისთვის, რომ თავად გავხდე “ცვლილება” ქმედით სახელმწიფოში.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ჩემთვის მოიცავს იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომლებიც უძველესი დროიდან მოყოლებული გაგვაჩნდა ქართველებს და იმ მძიმე ისტორიული ფონის მიუხედავად დღემდე შევინარჩუნეთ, იქნება ეს ყოველი კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, კულტურა თუ სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურა და ქართული ღირებულებები ჩემთვის მნიშვნელოვანია, არასდროს მითქვამს უარი ევროპულ ფასეულობებთან თანაზიარობაზე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ასიმილაციური ხასიათი ყოველთვის დადებით შედეგზე გაგვიყვანს. ჩემთვის ქართველობა არის სტუმართმოყვარეობა, საკუთარი ერისა და იმ ფასეულობების სიყვარული, რომელიც მიუხედავად ჟამთა სვლისა უცვლელი რჩებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა როგორც კი საფეხურებად ვეცნობოდი საქართველოს ისტორიას, ყოველთვის ქართველების უკვდავ ნიშნად ვთვლიდი მებრძოლ ხასიათს და მაინც დღესაც მიუხედავად არსებული ოკუპაციისა ვიხსენებ ჩემთვის წარუშლელ ციტატას, რომელიც კარლ პოპერს ეკუთვნის: ” – მაგრამ თუ გვინდა დავრჩეთ ადამიანებად, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არსებობს-გზა თავისუფალი საზოგადოებისკენ”. და მაინც რა არის ჩემთვის ქართველობა? მარად უკვდავი- მამული, ენა, სარწმუნოება.