ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ანა კუბეცია არის ქ. ფოთის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე. იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადასა და პროექტში. დაინტერესებულია საგანმანათლებლო ტიპის ბანაკებითა და მოდელირებებით. მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში, როგორიცაა “Empowering Girls through modern approaches”, “Technovaton Challenge”, “ინიციატივა” “”განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებზე ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება””. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამოქალაქო აქტივიზმს და შესაბამისად ცდილობს ჩართული იყოს. იყო English Access Microscholarship Program-ის წევრი გასული 2 წლის განმავლობაში. ის ასევე არის ფონდ “ბილივის” წევრი.
ჩემთვის #ინიციატივა არის
შესაძლებლობა. შესაძლებლობა პოტენციალის გაზრდისა და ხელშეწყობის, რომელიც მიმართულია ქვეყნის პროგრესისაკენ. პლატფორმა გვაძლევს შანსს გავხდეთ ინიციატორები, შევქმნათ ცვლილება , წვლილი შევიტანოთ თემის განვითარებაში. შედეგად იქმნება ბირთვი, ძალა, რომელთაც აქვთ უდიდესი შესაძლებლობა მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთი იდეის განსახორციელებლად და პროგრესირდნენ.
ინიციატივა ასევე არის წამახალისებელი, თვითდამაჯერებელი ახალგაზრდებისათვის, რადგან ზრდის მოტივაციას ცოდნის ასამაღლებლად , რათა ავუმაღლოთ სხვებს და შევძლოთ განვახორციელოთ ის იდეები , რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და საზოგადოებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ხელშეწყობა მიმდინარეობს ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, რაც პირდაპირ ნიშნავს ზრუნვას მომავალზე, განვითარებული, ნიჭიერი, გამოცდილი და განათლებული ახალგაზრდების ჩამოყალიბებას ქვეყნის შველისა და განვითარების გზაზე.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ხელშეწყობა უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ეს ორგანიზაცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. არაფორმალური განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და სოციალურ სფეროებში ცოდნის ამაღლება ერთ-ერთი უდიდესი წინაპირობაა ქვეყნის გასაუმჯობესებლად.
ასე რომ, ეგი ჩემთვის არის ახალგაზრდებისათვის გამოწვდილი ხელი, რომელიც მოიაზრებს მათივე დახმარებით, მთელი ქვეყნის დახმარებასა და განვითარებას.
მე ასეთი საქართველო მინდა…
გაერთიანებული, ძლიერი, მაღალი თვითშეგნებითა და განვითარებით. საქართველო, რომელიც იქნება მთლიანი, საზოგადოება მტკიცედ იდგება ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. განვითარებისათვის მებრძოლთა ხმები მუდამ ხმამაღლა იჟღერებს. საქართველო, სადაც დანერგილი იქნება ევროპული ფასეულობები და თვითონაც დაახლოებული იქნება ევროპასთან. მინდა ერთიანი საქართველო, სადაც ქვეყნის პრობლემა არა მხოლოდ გარკვეული ხალხთა ჯგუფს შეეხება, არამედ თითოეული ადამიანი მიიღებს საკუთარ პრობლემად, არ იქნება გათითოკაცოება. ასევე იმდენად ძლიერი, რომ ვერც ერთმა პროპაგანდამ ვერ გატეხოს.
ქართველობა ჩემთვის არის…
პირველ რიგში პასუხისმგებლობა. ვიყო ქართველი, ეს მაკისრებს მრავალი მოვალეობის წინაშე. მოვალეობის, არ ვიყო პასიური, არ მოვცდე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხებს სხვა, უმნიშვნელო საკითხების გამო. არ გადავუხვიო მიზანს. მუდამ მახსოვდეს და არასოდეს ვივიწყებდე მთავარს, პრიორიტეტებს. მაწუხებდეს ქვეყნის განვითარება, პრობლემები და სულ იოტისოდენა წვლილი მაინც შევიტანო. ქართველობა, ეს ჩემთვის ენით აღუწერელი პატივია. უდიდესი სიამაყე მეუფლება, მაგრამ ყოველივე სიხარულს მოყვება ტკივილიც და იმედიც.
ვიყო ქართველი, მაძლევს შესაძლებლობას ყური დავუგდო ჩემს ქვეყანას, რათა გავიგო ის, რაც მას სჭირდება, რაც მისცემს ამოსუნთქვის და პროგრესის საშუალებას.