ჩემი მოკლე ბიოგრაფია

დაიბადა 2000 წლის 4 თებერვალს, დილის 10 საათზე თოვლივით თეთრი, ლამაზი, საყვარელი არსება, რომელსაც სახელად ანა დაარქვეს.მშობლები: მამა-ვახტანგ ჩიქოვანი, პროფესიით ისტორიკოსი და დედა-მადონა ლაკვეხელიანი-ფილოლოგი.ოჯახში ბებია და ბაბუაც პროფესიით მასწავლებლები იყვნენ, ასე, რომ ანა სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ესწავლა.
ბავშობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებში მისი ბოდიალობით, ყოველ წუთში ეცემოდა და და ცხვირს იტეხდა, ამიტომაც კეხიანი ცხვირი აქვს ახლა.
სკოლაში 6 წლისამ დაიწყო სიარული, პარალელურად დაიდოდა მუსიკალურს სასწავლებელში, რომელიც 7 წელში დაასარულა(რავარც იქნა). ასევე 4 წელი დადიოდა სახალხო ანსამბლ ,,ლეჩხუმში””.(მაგრამ არ დაუმთავრებია:დ).
ანა ახლა აბიტურიენტია, ასე რომ ისედაც დაბნეული კიდევ უფრო დაბნეული და დაზომბებული დადის :დ”

ჩემთვის #ინიციატივა არის

როცა (შედარებით) პატარა ვიყავი, ყოველთვის ვოცნებობდი, რამე გამეკეთებინდა ან უკეთესობისკენ შემეცვალა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ, არ ვიცოდი თუ მე, ან ვინმე ჩემნაირს რამის გაკეთება შეეძლო, არც ის ვიცოდი, თუ ვინმეს ჩემნაირი აზრები აწუხებდა და ამიტომ, ამ თემაზე არ ვსაუბრობდი, საჭიროდ არ მიმაჩნდა, მაგრამ ხშირად ვფიქრობდი.
თითქოს, ,,ინიციატივამდე”” ჩემ ცხოვრებას რაღაც აკლდა. სასაცილოდ ჟღერს, ალბათ, მაგრამ ,,ინიციატივა”” ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. ვფიქრობ, ბევრს უნატრია დიდ ოჯახზე, საინტერესო სიახლეებსა და შესაძლებლობებზე.,,ინიციატივამ”” კი ეს ყველაფერი მომცა: შემძინა უამრავი მეგობარი, მათ შორის ძალიან ახლო ადამიანები, რომლთა გარეშეც ყოველდღიურობა წარმოუდგენელი მეჩვენება; გავაკეთე რამდენიმე პროექტი, რითაც შევეცადე რამე უკეთესობისკენ შემეცვალა; ვისწავლე და გავიგე ბევრი ისეთი, რამ, რაც მანამდე ჩემთვის უცხო იყო.
ერთი სიტყვით, დიდი მადლობა ინიციატივას.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არი ყველაზე მაგარი არასამთავრობო ორგანიზაცია, ძალიან მაგარი წევრებით. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ახალგაზრდებს გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ განვვითარდეთ და შევცვალოთ რამე უკეთესობისკენ.
თავს იღბლიანადაც კი ვთვლი, რომ facebook-ის მეშვეობით სრულიად შემთხვევით გავიგე თქვენს შესახებ.უფრო ხატოვნად რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრება google-ს ფერი გახადეთ.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მინდა იყოს ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ივსეთიდან არეგაწამდე””. (:დ) ძალიან ბევრი მაქვს ამაზე ნაფიქრი, (მაგრა ახლა არ მახსენდება :დდდ).
საქართველო მინდა იყოს ძლიაერი სახელმწიფო, ამ რუსეთს რო შევეშვათ ერთხელ და ,,სამიდღემჩიოდ””.
მიმაჩნია, რომ ევროპისკენ სწრაფვა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა განვითარებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, მინდა რომ, საქართველო იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა. რაც შემდგომში განაპირობებს ჩვენს ეკონომიუ წინსვლას და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ანაექსიის შეჩერებას.
პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ იმისათვის, თუ გვინდა, ქვეყანის პროდასავლური კურსით ვითარდებოდეს, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. როგორმე სულ პრომიტიულ დონეზეც რომ შეიგნოს ხალხმა რომ დასავლეთი კარგი და რუსეთი არა, ეგაც მიღწევა იქნება.
ჩეთვის, როგორც ქართველისთვის, უმნიშვნელოვანესია ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, თუ ქართველები ვირჩევთ ევროპას, ეს იმას არ ნიშნავს რომ მოხდეს ასიმილაცია ევროპასთან. ხშირად ევროპისკენ სწრაფვას აბრალებენ რომ ,ქართველობას ვკარგავთ”” :დდდ (დებილობა). ქართველებმა უნდა შევძლოთ რომ ევროპა გამოვიყენოთ ჩვენს განვითარების წყაროდ და არა,,ქართველობის დაკარგვის”” მიზეზად.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მსურს ვიყო: ჭკვიანი :დ, ნაკლებად დაბნეული :დ კეთილი,მხიარული და მიზანსწრაფული ადამიანი პიროვნება :დ
ეროვნულებზე ისეთ საგნებს ვაბარებ ან ექიმი უნდა გამოოვიდე ან რავი, რამე მსგავსი.ანუ :დ სადაც ქარი წამიყვანს ეგ ვიქნები პროფესიითაც :დ მაგრამ,მინდა ვიყო წარმატებული ჩემს საქმიანობაში. მსურს ვიყო და ვიქნები კიდეც აქტიური მოქალაქე.

ქართველობა ჩემთვის არის…

“ჩემთვის ქართველობა არის პირველ რიგში სამშობლოს სიყვარული. ვფიქრობ, შენი სამშობლოსადმი სიყვარული უნდა გამოიხატებოდეს შენს ქმედებაში(კი ბატონო ამ შანს გვაძლევთ), იმისთვის კი რომ იმოქმედო მონდომებაა საჭირო და შესაბამისი ცოდნა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქე უნდა ცდილობდეს ცნოს კანონის უზენაესობა და იქცეოდეს ისე, როგორც მას კანონი ავალდებულებს; ღირსეული მოქალაქის ვალია რომ ის იყოს აქტიური მოქალაქე და კონტროლი გაუწიოს მის მიერვე არჩეულ ხელისუფალს.
ვფიქრობ ქართველი ვალდებულია, რომ იზრუნოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. ქართველმა აუცილაბლად უნდა იცოდეს მისი ერის წარსული და ამაყობდეს ამით.სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს , როცა ქართველმა ელემენტარული რამ არ იცის საკუთარი ქვეყნის ისტორიიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.