ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ანა წერეთელი დაიბადა 1999 წლის 28 იანვარს ქალაქ თბილისში. დაამთავრა ქ. თბილისის #47-ე საჯარო სკოლა. ამჟამად, სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მიმდინარეობა- ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია.
იგი 2013 წლიდან 2015 წლამდე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის წევრი იყო. ასევე ამავე წლებში აქტიურად მონაწილეობდა სასახლის “”გზა ევროპისკენ”” კლუბში. 2014 წელს მოსწავლეთა 68-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერანციაში საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში გამარჯვებისთვის მოიპოვა 1-ლი ხარისხის დიპლომი. ასევე, მოპოვებული აქვს მთარგმნელთა საქალაქო კონკურსებში, როგორც 1-ლი, მე-2 ადგილი.
2015 წლიდან აქტიურად ჩაერთო მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტში “”დიპლომატიის სკოლა”” და გახდა “”დიპლომატიის სკოლის”” კურსდამთავრებული. მას შემდეგ აქტიურად ერთვებოდა მომავალ დიპლომატთა კლუბის მიერ მოწყობილ მინისტერიალებსა და “” დიპლომატიურ უიქენდებში””. ასევე მონაწილე იყო “”შენი ხმა ჩვენი მომავალია”” პროექტში. 2016 წელს ინიციატივის ფარგლებში გახლდათ “”პანკისი თბილისში”” პროექტის ორგანიზატორთაგანი. 2017 წელს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “”დემოკრატიის ლაბორატორიის”” მიერ ორგანიზებულ პანკისის პროექტში. სხვადასხვა ორგანიზაციაში უმუშავია პანკისის თემებსა და პროექტებზე. ამჟამად გახლავთ Pankisi.ge-ს მოდერატორი.
ჩემთვის #ინიციატივა არის
ჩემთვის ინიციატივა არის პლათფორმა, სადაც ვითარდება მრავალი ახალგაზრდა თავისივე იდეებითა და მისწრაფებებით. ინოვაციური პროექტი, რომელიც ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას შანს აძლევს განვითარდეს და გახდეს სხვა არამოტივირებულის მაგალითი, გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და ჩვენს ერთ ბეწო ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტი პოზიტივი მოუტანოს.ინიციატივაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაცია ახალგაზრდებს შორის. ის ეხმარება სხვადასხვა სფეროს, მიმდინარეობისა და მისწრაფების ადამიანებს ერთმანეთთან გაცნობა-დაახლოებაში. ვფიქრობ, ინიციატივის მიზანიც სწორედ ეს არის, შეიქმნას ერთი დიდი გუნდი, რომელიც მოიცავს მთელს საქართველოს ახალგაზრდებს განსხვავებული იდეებით. ინიციატივა მასწავლებელია, თუ როგორ უნდა ვიყოთ “ერთი”, როგორ შეგვიძლია ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ერთად. მომწონს ეს მიდგომა და იდეა, რადგან ვფიქრობ, რომ, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ერთად ყველაფერი გამოვა. ინიციატივა- ეს გვაერთიანებს ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდებს ყველა კუთხიდან, რაიონიდან, ქალაქიდან, სოფლიდან. ინიციატივა ესაა ურთიერთობა, რომელსაც მოაქვს შთამბეჭდავი შედეგი.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს საერთო სასიკეთო მიზნისთვის. ორგანიზაციის მიზანია მეტი მოტივირებული ახალგაზრდის “გამოაშკარავება”, სამოქალაქო აქტივიზმის წინა პლანზე წამოწევა. უპირველესად კი არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია.
ეს ორგანიზაცია ნამდვილად სამაგალითოა, რადგან სულ 3 წელია რაც არსებობს და უკვე დიდი წარმატებები აქვს ნაგემი. ეს ის ნათელი წერტილია, რომელსაც, ვგონებ, სულ მალე, ბევრი დაინახავს. ჯერ იყო “”EGI”” და მერე გაჩნდა ინიციატივა.
მე ასეთი საქართველო მინდა…
არ ვიქნები პესიმისტი და რა ჩასაჭიდიც გამაჩნია, მოვეჭიდები და ვიტყვი, რომ საქართველოს ძალიან მაგარი მომავალი ექნება. მე ვხედავ ევროპულ- ქართულ ინსტიტუტს, მე ვხედავ ინიციატივას, ქმედებას და კიდევ სხვა მრავალ წარსულ თუ სამომავლო პროექტს თავისი მონაწილეებით. ეს არის იმის გარანტი, რომ ჩვენ საქართველოს ახალგაზრდები შევძლებთ და გადავტეხთ იმ პრობლემების გროვას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. ჩვენ ვსწავლობთ ერთიანობას, თუ ისტორიას გავიხსნებთ, ერთობას ბევრჯერ გადავურჩენივართ. მე მინდა საქართველო ვნახო თავისუფალი, დემოკრატიული, განვითარებადი/განვითარებული, საღი ქვეყნების რიცხვში. სადაც ტერიტორიული მთლიანობა, განათლება, შრომა, დემოკრატია, თავისუფლება პირველ ადგილზეა. ამისთვის კი მე ვხედავ ერთ გზას, რომელიც 3 კონცეფციას მოიცავს – “ცოდნა, შრომა, თავისუფლება”.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მომავალში მე მინდა გამოვიდე აქტიური მოქალაქე, რომელიც ყველა დაკისრებულ სამოქალაქო ვალდებულაბს ასრულებს.
მე მინდა გამოვიდე ჟურნალისტი, რომელიც იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული, რომელსაც შეეძლება საკუთარ თავისუფალ ქვეყანაში მოღვაწეობა. აქ რომ მივიდე, ჯერ პირველი-აქტიური მოქალაქე უნდა გავხდე.
მომავალში მე მინდა გამოვიდე ალბათ ასევე დედა, რომელიც თავის შვილებს შეუწყობს ხელს იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ჩემთვის არის გარკვეული პასუხისმგებლობა. ყველა ადამიანს გააჩნია ეროვნება, ასევეა ეს ჩემთვის. მომწონს ბნ ჟვანიას სიტყვები “”მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი””. კი, ვისურვებ ვიყო ასე. ქართველობას უნდა მოვუფრთხილდეთო, ამბობენ, ალბათ მართლაც უნდა მოვუფრთხილდეთ, მაგრამ არა “”ქართული მარშით””, არამედ საღი აზრის გავრცელებით, საღი მომავლის ხედვით და ჯანსაღი სამოქალაქო ქმედებებით. ეს არის ჩემთვის ქართველობა.