11 ივნისს ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა საქართველოში შვედეთის საელჩოსთან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომლის შედეგად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი გახდება Svenska Institutet-ის მიერ შექმნილი უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი – „არჩევნეთი“ (Electionville).
არჩევნეთი არის უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში გარკვევაში ეხმარება. საქართველოსთვის ადაპტირებული ვერსიის წარდგენა სექტემბერში გაიმართება. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორ მალმოს უნივერსიტეტს, რომლის პროგრამა Public Sector Innovation Programme, Malmö University ფარგლებში დაიბადა ამ თამაშის ადაპტაციის იდეა.
პლატფორმის მიზანია ახალგაზრდებს გააცნობს რას ნიშნავს ადგილობრივი მმართველობა, რა ქმნის დემოკრატიულ პროცესს და ვის უნდა ემსახუროს იგი.
Electionville ერთგვარი შემეცნებითი თამაშია, სადაც მონაწილეები ირგებენ ქალაქის საბჭოს წევრის თანამდებობას და ეცნობიან ადგილობრივი დემოკრატიისა და მმართველობის ძირითად პრინციპებს. თავდაპირველად ეს პლატფორმა სამაგიდო თამაშს წარმოადგენდა, რომლის 13 000-ზე მეტი ნიმუში იქნა წარმოებული. შედეგად, თამაშმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი დაწყებითი და საშუალო განათლების საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თამაში 15-24 წლის ასაკის კატეგორიის ადამიანებზე არის გათვლილი და ერგება ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს.