„დემოკრატია ქრება დემოკრატების გარეშე!“
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) შვედეთის საერთაშორისო ლიბერალურ ცენტრთან (SILC) ერთად აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამაზე „აქტიური მოქალაქის კურსი“.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) შვედეთის საერთაშორისო ლიბერალურ ცენტრთან (SILC) ერთად აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამაზე „აქტიური მოქალაქის კურსი“ – გაიგე მეტი და ჩაეწერე!
აქტიური მოქალაქის კურსი გააერთიანებს საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის: ახალგაზრდა ინოვატორებს, ბრწყინვალე ლიდერებს, მომავალ პოლიტიკოსებს – იმ ადამიანებს, ვინც მზად არის შეცვალოს სამოქალაქო ცხოვრება საქართველოში. ჩვენი მიზანი არის დაგეხმაროთ აღმოაჩინო შენი პოტენციალი და გახდე უკეთესი საზოგადოების შემქმნელი. ჩვენი მიზანია პოლიტიკითა და სამოქალაქო ცხოვრებით დაინტერესებული ახალგაზრდების მოძიებასა და აქტიურ გადამზადებას.
პირველი ეტაპის ლექტორები:
- გია ხუხაშვილი
- თორნიკე შარაშენიძე
- სულხან სალაძე
- თამარ გურჩიანი
- გიორგი მშვენიერაძე
- გია ჯაფარიძე
- გიორგი აბაშიშვილი
- ირაკლი ქორქია
- ნათია ჩანკვეტაძე
- ნათია წიქარაძე
აქტიური მოქალაქის კურსი უნიკალური ორეტაპიანი პროგრამაა, რომელიც დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ დეტალური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ეკონომიკის, სამართლის, გლობალური პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და შიდა პოლიტიკის საკითხებში.
მონაწილეებს ლექციებსა და დისკუსიებს წაუკითხავენ საქართველოს წამყვანი ექსპერტები, პოლიტიკოსები და უცხოელი დიპლომატები – კურსის პირველი ეტაპის აპლიკაცია დღეს გამოქვეყნდება.
კურსის ფარგლებში მონაწილეები:
- ✎ მიიღებენ თეორიულ ცოდნას;
- ✎ მიიღებენ მონაწილეობას ანალიტიკურ მსჯელობებსა და დისკუსიებში;
- ✎ გაეცნობიან და განიხილავენ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, როგორც წარსულიდან; ასევე დღევანდელობიდან;
- ✎ შეიძენენ თანამედროვე საზოგადოებაში ლიდერისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
აქტიური მოქალაქის კურსის ლექციები დაიწყება 3 ივნისს. კურსის ფარგლებში შეხვედრები (ძირითადად) კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს (18:00 – 20:15) და შაბათს, (13:00 – 15:15), Zoom-ში გაიმართება. კურსის პირველი ეტაპი 4 ივლისს დასრულდება.
(ეპიდემიური სიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში, განიხილება ასევე შეხვედრების არავირტუალური ჩატარების შესაძებლობაც, Zoom ტრანსლაციის უზრუნველყოფით).
ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას – ლექციებზე მიღებულ ცოდნას მონაწილეები სემინარებზე პრაქტიკაში გამოიყენებენ სხვადასხვა სახის დისკუსიებსა და მსჯელობებზე.
აქტიური მოქალაქის კურსის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატები (წარმატებულ დასრულებაში იგულისხმება დასწრება/დისკუსიებში მონაწილეობა. კურსის მოთხოვნების შესახებ შერჩეულ მონაწილეებს EGI შეატყობინებს).
პროექტის მეორე ეტაპზე მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა მცირე ჯგუფებში გაიარონ მოკლე სპეციალურად აღნიშნული პროექტისათვის შექმნილი ინტენსიური კურსი მოემული მიმართულებებიდან: სამართლის გამოწვევები საქართვლეოში, ეკონომიკური განვითარების გზები, საქართველოს პოლიტიკა დამოუკიდებლობიდან დღემდე, საერთაშორისო გამოცდილება განვითარებისთვის. თითოეული კურსი უნიკალურია და შეეხება ქვეყნის თანამედროვე გამოწვევებსა შესაძლებლობებს. პროექტის მეორე ეტაპზეც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდენენ და იმუშაონ დარგების წამყვან ექსპერტებთან.
აქტიური მოქალაქის კურსში სწავლის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 31 მაისის 23:59-მდე.
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევა მოხდება შევსებული აპლიკაციის საფუძველზე, თუმცა თანაბარი აპლიკაციის შემთხვეაში, პრიორიტეტი მიენიჭება უფრო ადრე შევსებულ აპლიკაციას.
პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ მოწვევას პროექტის მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.
აპლიკაცია:
დარეგისტრირდიჩააკოპირე ეს ლინკი: https://forms.gle/fDaYTE7vob8B3uzX7
🇬🇪️ აქტიური მოქალაქის კურსში ყველა მონაწილე პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის გრანტს მიიღებს.
#ძიება_დაიწყო
მოგესალმებით.
მაინტერესებს, აქტიური მოქალაქის კურსი მხოლოდ სტუდენტებისთვისაა? აპლიკაციაში სავალდებულო ველადაა მონიშნული სასწავლებელი და კურსი.
გამარჯობა, კურსი გათვლილია პოლიტიკითა და სამოქალაქო ცხოვრებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ამჟამად სტუდენტის სტატუსი სავალდებულო არ არის.
გამარჯობა
ძალიან კარგი წამოწყებაა. მაინტერესებს აუცილებელია რომ იყო მოქმედი სტუდენტი , რომ ამ კურსში მიიღო მონაწილეობა?
მარტო თბილისშია თქვენი ოფისი?
გამარჯობა, EGI-ს ოფისი თბილისშია, თუმცა ამ კურსის დიდი ნაწილი ჩატარდება დისტანციურად – შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩაერთოთ. რაც შეეხება მოქმედ სტუდენტობას – არა, არ არის აუცილებელი. ეს შეზღუდვა უფრო ასაკობრივია, ვიდრე – სტატუსური.
გამარჯობა ორივე ეტაპის დასრულების შემდეგ ხდება სერთიფიკატის გადაცემა ? მადლობა
გამარჯობა, სერტიფიკატის გადაცემა ორივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ ხდება.
გამარჯობა, რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 31 მაისი, თუმცა ახლა გადავედი სარეგისტრაციო ლინკზე, მაგრამ დამიწერა რომ რეგისტრაცია დახურულია, არადა ჯერ კიდევ არის ვადა
გამარჯობა, კურსზე რეგისტრაციის ვადა 31 მაისის 23:59 – მდეა, მაგრამ ახლა გადავედი ლინკზე და მიწერს, რომ რეგისტრაცია დახურულია.
გამარჯობა ანა, ტქნიკური ხარვეზი იყო დილის 09:00-დან. თუ შეიძლება, გადაამოწმეთ, გამოსწორებული უნდა იყოს უკვე.