ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად ნატოს დღეების ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის ინტელექტუალური სათავგადასავლო თამაში „აღმოაჩინე ნატო“ გაიმართა.

თამაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა და მასში 20-მდე გუნდი ჩაერთო. თამაშის დროს მონაწილეებს ნატოს შესახებ კითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხები, მოეგროვებინათ მინიშნებები და პირველებს უნდა დაესრულებინათ თამაში. თამაშის დასრულების შემდეგ, მონაწილეები დასუფთავების აქციაშიც ჩაერთვნენ და მუზეუმის ტერიტორია დაასუფთავეს.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქართულ-ევროპული ინსტიტუტის მიერ განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.