26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლექცია დაეთმო თემას – „ქალთა სტატუსი საბჭოთა კავშირში სტალინის მმართველობის დროს“, რომელიც ისტორიკოსმა, თსუ-ის დოქტორანტმა, ნანი მანველიშვილმა წაიკითხა.

ხსენებული თემის მიზანია XX საუკუნის 20-30-იანი წლების საქართველოსა და საბჭოთა კავშირში შექმნილი სოციალური, პოლიტიკური და სამხედრო მდგომარეობას და მის ფონზე საბჭოთა ქალების სტატუსის შეფასება. გარდა ამისა, სტალინის მმართველობის დროს ჩამოყალიბებული „ახალი ტიპის ქალების“ იდენტიფიცირება და მათ შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. კვლევის ამოცანას წარმოადგენს ქართველი ქალების როლის,
მდგომარეობისა და მათი დამსახურების წინ წამოწევა
საბჭოთა ხელისუფლებისდროს. ამასთანავე, სტალინის რეალური მიზნების გამოაშკარავება ქალთა მიმართ შეცვლილი პოლიტიკის საფუძველზე.
თემის აქტუალობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის აღსანიშნავია, ფართო საზოგადოების ინტერესი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის ისტორიის შესახებ, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება, რამაც ხელი შეუწყო ქალებისთვის ახალი „ფუნქციების“ გამონახვას. ამასთანავე, სტალინის, როგორც დიქტატორის, დამოკიდებულება ქალთა მდგომარეობისადმი ამძაფრებს დასმული საკითხისადმი ინტერესს.

EGI მზად არის დაუთმოს ახალგაზრდა მკვლევარებს სივრცე ონლაინ ლექციების ჩასატარებლად – თუ სწავლობ უნივერსიტეტში და თვლი, რომ საინტერესო თემაზე საინტერესო ლექციას ჩაატარებ, მოგვწერე მესიჯი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.