5 ივლისსს ლექცია დაეთმო ლექციას – “მთავრობის ზომა და ომში ჩართულობა”, რომელიც წაიკითხა დაჩი მაზანაშვილი.

დაჩი მაზანაშვილი არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კურსდამთავრებული და სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ასისტენტი. მუშაობდა პოლიტიკური პარტიების სოციალური მედიის მენეჯერად. ბოლო წლების განმავლობაში დაინტერესებული იყო ლიბერტარიანიზმთან და თავისუფალი ბაზრის ანარქიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნის გაღრმავებით.

ლექცია ეხებოდა დაჩის ბოლოდროინდელ კვლევას, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ დიდი მთავრობები უფრო ხშირად ერთხვებიან ხოლმე ომში.

EGI მზად არის დაუთმოს ახალგაზრდა მკვლევარებს სივრცე ონლაინ ლექციების ჩასატარებლად – თუ სწავლობ უნივერსიტეტში და თვლი, რომ საინტერესო თემაზე საინტერესო ლექციას ჩაატარებ, მოგვწერე მესიჯი!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.