20 მაისს ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის ერთობლივი პროექტის პირველი აქტივობა – ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი – გაიმართა.

ფორუმი გახსნეს საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელმა ჯონ რუნესონმა, შვედეთს საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის გენერალურმა მდივანმა მარტინ ანგებიმ, პროგრამების ოფიცერმა ვიოლეტა შასტინამ და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა.

ფორუმის პირველ პანელში პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებმა ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის თემა მიმოიხილეს. პანელის მონაწილეები იყვნენ:

  • მირიან ბერძენიშვილი – გირჩი;
  • საბა ბუაძე – ლელო;
  • გიორგი ჩაკვეტაძე – ქართული ოცნება; 
  • გენრი დოლიძე – სამოქალაქო მოძრაობა;
  • მარიამ ქასრაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • გიორგი ქიტიაშვილი – თავისუფალი დემოკრატები;
  • მიხეილ ქუმსიშვილი – ლეიბორისტული პარტია;
  • ქეთევან მიდელაშვილი- საქართველოს რესპუბლიკური პარტია. 
  • კონსტანტინე შუბითიძე – ევროპული საქართველო;

პანელში დისკუსია უმეტესწილად სამი საკითხის გარშემო კონცენტრირდა: პირველ რიგში, რა როლი აქვს ახალგაზრდების ხმას პოლიტიკაში, რამდენად მნიშვნელოვანია მათი  ჩართულობა. შემდეგ, თუ როგორია რეალობა, რა გამოწვევების წინაშე ვდაგავართ ამ საკითხთან მიმართებაში და ბოლოს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რას აკეთებენ პარტიები ახალგაზრდა პოლიტიკოსების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.

პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს პოლიტიკურ პარტიებსა და ახალგაზრდებს შორის არსებულ ხიდჩატეხილობაზე, მიზეზებზე და ამ სიტუაციიდან გამოსავალზე. მათ ასევე მიმოიხილეს არსებული შესაძლებლობები პოლიტიკაში ახალგაზრდებისთვის და ის, თუ რას სთავაზობენ მათი პარტიები ახალგაზრდებს. 

პანელი ასევე მოიცავდა კითხვა-პასუხის ნაწილს, რომელშიც დამსწრეებმა შეძლეს პირადად დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე პარტიების წარმომადგენელთათვის.

ფორუმის მეორე პანელი დაეთმო ექსპერტებსა და მათ მოსაზრებებს, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდულ საკითხებზე. პანელზე მოწვეული ექსპერტები წარმოადგენენ საქართველოში არსებულ საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი საქმიანობით მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ახალგაზრდების სამოქალაქო თუ პოლიტიკური ცნობიერების ასამაღლებელ პროგრამებთან. 

პანელის მონაწილეები იყვნენ:

  • შალვა ჩხეიძე, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, აღმასრულებელი დირექტორი
  • დავით შერვაშიძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი
  • შამილ შუგაევი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის
  • გიგა ფარტენაძე, ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი

ძირითადი თემა, რომელზედაც სპიკერებმა ისაუბრეს, იყო მათი ორგანიზაციული გამოცდილება, საქმიანობა და ასევე კონკრეტული რჩევებიც გაუზიარეს პირველი პანელის მონაწილე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წარმომადგენლებს.

ფორუმზე დამსწრე მონაწილეების ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდა საერთაშორისო მაგალითების განხილვა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ახალგაზრდულ ჯგუფამდე სწორი ინფორმაციის მიწოდება მათი მეტად გააქტიურების მიზნით. ამ მიმართულებით, ხაზი გაესვა საგანმანათლებლო პროგრამებს და ზოგადად ახალგაზრების სამოქალაქო განათლების მნიშვნელობას. ასევე საკმაოდ საინტერესო სადისკუსიო საკითხი იყო ახალგაზრდების გააქტიურება რეგიონული მასშტაბით, რაც რეალურ გამოწვევად რჩება როგორ განვითარებადი, ასევე განვითარებული ქვეყნებისათვის მთელს მსოფლიოში. პანელის დასასრულს, მოკლედ შევეხეთ ახალი კორონა ვირუსის როლსა და მის გავლანას პოლიკური აქვიტიზმის კუთხით. შექმნა თუ არა მან დაბრკოლებები ან წარმოაჩინა აქტივიზმის ახალი შესაძლებლობები. 

პანელი დასრულდა კითხვა-პასუხის რეჟიმით, შემდგომ კი ევროპულ-ქართული ინსტიტუტის წარმომადგენელმა შეაჯამა განხილული საკითხები და მათი მნიშვნელობა ახალგაზრდებისათვის. 

https://www.facebook.com/watch/live/?v=628503361212860&ref=watch_permalink

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.