წიგნის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

16 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკის“ პირველი ორი ტომის პრეზენტაცია შედგა. აღნიშნული წიგნების სამეცნიერო რედაქტორი და კომენტარების ავტორი ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსი, გიორგი ჯავახიშვილია. 

პირველ ტომში ქართველი და ევროპელი სოციალ-დემოკრატების ნაციონალიზმისა და ეროვნულობის საკითხის გარშემო დაწერილი სტატიებია თავმოყრილი, მეორეში კი ქართველი სოციალ-დემოკრატისა და დიპლომატის, ხარიტონ შავიშვილის ორი თხზულებაა შეტანილი. 

თბილისში ახალგაზრდა პოლიტიკოსების კონფერენცია გაიმართა

13 დეკემბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით „ახალგაზრდა პოლიტიკოსების კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენცია 4 პანელისგან შედგებოდა და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე ახალგაზრდა აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა. 

კონფერენციაზე ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის კუთხით არსებული პრობლემები სხვადასხვა პრიზმაში განიხილეს: ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და მედიის ურთიერთობა; პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა; ახალგაზრდა ქალების ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში; ახალგაზრდების მონაწილეობა სამოქალაქო აქტივიზმსა და პოლიტიკაში. 

მაზნიაშვილის  ლეგიონის კურსი საქართველოს რამდენიმე რეგიონში დასრულდა

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი ახალგაზრდების საბაზისო, სამხედრო-სალაშქრო მომზადებითაა დაკავებული. 

დეკემბერში ლეგიონის საბაზისო კურსი დასრულდა გორში, ტყიბულსა და ამბროლაურში, მის რიგებს კი შესაბამისი რეგიონებიდან ახალი რეკრუტები შეუერთდნენ.

მწვანეების ახალგაზრდული პარტია ოფიციალურად დაფუძნდა

ახალგაზრდა მწვანე აქტივისტებმა 27 ნოემბერს მემარცხენე-ცენტრისტული, თანასწორობაზე ორიენტირებული პარტია დაარსეს. 

ახალგაზრდულ პარტიას მხარდამჭერი ვიდეო-გზავნილი ევროპარლამენტარებმა – მარკეტკა გრეგოროვამ, ნიკლას ნინასმა და მალთე გალიმ გამოუგზავნეს. 

მწვანეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს 2-4 დეკემბერს კოპენჰაგენში გამართულ ევროპის მწვანეთა კონგრესში. 

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ „საერთაშორისო სოციალისტების“ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „საერთაშორისო სოციალისტების“ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მადრიდში 25-27 ნოემბერს გაიმართა. 

გიორგი ჩაკვეტაძემ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმში. პრეზიდიუმზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველად მიიწვიეს, რაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მშვიდობის კომიტეტის (PTN) შექმნას უკავშირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.