დისკუსია შრომის კონცეფციისა და პროფესიული კავშირების შესახებ

„კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის“ ორგანიზებით 18 მაისს გაიმართა დისკურსია  შრომის კონცეფციისა და პროფესიული კავშირებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. 

მომხსენლებს შორის იყვნენ საქართველოს მეცნიერების, განათლების და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნიკოლოზ წიქარიძე, ასევე  სახელოვნებო გილდიის დამფუძნებელი გიგა ბექაური. დისკუსიას მოდერაციას იწებდა სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტი დათო ლაღიძე

„კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის“ მიზანს კრიტიკული სოციალური ცოდნის წარმოება და გავრცელება სწავლების,რეფლექსიის და კოლაბორაციის გზით

ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის მასპინძლობით ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული  ქსელის წარმომადგენლები საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიან ელჩ კელი დეგნანს შეხვდნენ..

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა საქართველოში არსებული დემოკრატიის გამოწვევები, სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობა და მოსახლეობის ეკონომიკურად გაძლიერების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის მიზანია ახალგაზრდა აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გაძლიერება და დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის გააქტიურება.

არჩევნეთი საქართველოს სკოლებში

ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის ორგანიზებით ინტერაქციული თამაში „არჩევნეთი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, როგორებიცაა შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი, ჩატარდა. თამაშის თითო ეგზემპლიარი სკოლებს გადაეცათ, რათა მათ მომავალშიც შეძლონ სასწავლო პროცესში თამაშის გამოყენება. 

„არჩევნეთი” შვედური სამაგიდო თამაშის – „ელექშენვილის” (Electionville) გადმოქართულებული ვერსიაა. თავდაპირველად ეს თამაში სწორედ შვედეთში შეიქმნა და აქტიურად დაინერგა შვედეთის საგანმანათლებლო სისტემაში. 2021 წელს საქართველოში შვედეთის საელჩოსა და შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით ის „ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა” თარგმნა და მოარგო ქართულ რეალობას. 2023 წლის დასაწყისიდან კი Eastern Partnership Civil Society Facility Fellowship პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა – თამაშის სცენარი მოერგო ქართულ კონტექსტს და განახლებული ეგზემპლარები დაიბეჭდა ახალი ტირაჟით, რათა უფრო მეტად ხელმისწავდომი გახდეს სკოლებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.