თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების განცხადება

თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსა და რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს განცხადებით მიმართავენ, რომელშიც წერენ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ აკადემიის დამოუკიდებლობას.

„კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ სამხატვრო აკადემიის დამოუკიდებლობას – ჩვენთვის მიუღებელია კულტურის მინისტრის უხეში და უმიზეზო ჩარევები საგანმანათლებლო პროცესში“ – აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში. 

სტუდენტები პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ  ახალი პროგრამა არა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული, არამედ„გზადაგზა მიღებული ერთი მეორეზე უარესი გადაწყვეტილებების ნაზავია“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა 

3 ივნისს კლინიკა „ვივამედთან“ მიმდინარე აქციას, რომლის მიზანსაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა წარმოადგენდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. 

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ახალგაზრდა ლიდერებმა. „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასა და ჯანმრთელობაზე გადის დღეს საქართველოს ევროპული მომავალი“ – აღნიშნა იგორ ნარმანიამ, ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა

ორგანიზაციამ „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ჩაატარა კონფერენცია – „ტექნოლოგიები, სახელმწიფო და ინდივიდი“

10 ივნისს თბილისში, „ჰოლოზეუმში“ ორგანიზაცია „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ მიერ ჩატარდა კონფერენცია „ტექნოლოგიები, სახელმწიფო და ინდივიდი“ ( “Technology, State, and individual) .

კონფერენციაზე, სპეციალურად მოწვეულმა  მომხსენებლებმა ისაუბრეს ტექნოლოგიების მნიშვნელობისა, კრიპტოვალუტების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 

კონფერენციაზე, მოხსენებების გარდა, ჩატარდა NFT გამოფენა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.