სტუდენტების პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერის, ირაკლი კობახიძისადმი სტუდენტებმა პროტესტი გამოხატეს და მას რუსული რუბლები გადააყარეს.
სტუდენტებმა პროსტესი 17 ივნისსაც სცადეს, რა დროსაც უცნობმა პირებმა ბანერები წაართვეს და კიბეებიდან დააგორეს. სტუდენტები თქმით, თავდამსხმელები „კობახიძის მიყვანილი ხალხი“ იყო.
„ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მიკედლებული ცხოველების დაცვის აქციას შეურთდნენ
11 ივნისს პარლამენტის წინ გაიმართა ცხოველთა უფლებების დამცველების მიერ ორგანიზებული აქცია, სადაც მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ მიკედლებულ და მიუსაფარ ცხოველების მიმართ გახშირებულ ძალადობის შემთხვევებზე რეაქციასა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებს.
აქციას შეუერთდნენ „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მხარი დაუჭირეს ცხოველთა უფლებების დამცველების მოთხოვნებს.
ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ზე Gen Z პანელი გაიმართა
8-10 ივნისს, თბილისში ჩატარდა ZEG – Tbilisi Storytelling Festival. მის ფარგლებში, 9 ივნისს, AJ Contrast სტუდიის ხელმძღვანელი და პროდიუსერი, ზაჰრა რასული შეხვდა ქართველ ახალგაზრდა აქტივისტებს. პანელური დისკუსიის ფარგლებში, მათ განიხილეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი და მარტის საპროტესტო აქციები, რომელბშიც ახალგაზრდებმა საკვანძო როლი შეასრულეს.