ახალი სტუდენტური მოძრაობა – „წერტილი“ 

სტუდენტებმა ახალი ორგანიზაცია – „წერტილი“ დააფუძნეს, რომლის მიზანიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობაა. აღნიშნული ორგანიზაცია 4 ფასეულობას ეყრდნობა: დემოკრატია, გამჭვირვალობა, ინკლუზიურობა, თანამშრომლობა. 

ორგანიზაცია „წერტილის“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანას სტუდენტების ხმისა და საინიციატივო ჯგუფების მიზნებისა და ხედვების სოციალურ მედიაში გაჟღერება წარმოადგენს. ამისათვის დაიწყო ონლაინ გადაცემა – „მრავალწერტილი“, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა აქტივისტი – გიორგი ეკალაძე სტუდენტებთან ერთად სტუდენტებისავე აქტუალურ საკითხებს განიხილავს. 

ნინო წულაძე პროექტის ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა

4 ივლისს თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ნინო წულაძე CELA – სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტის ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორუფციისა და საჯარო ინფორმაციის მოპოვება/გამოყენების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებას და მიზნის მისაღწევად, აქტიური შეხვედრების ჩატარებისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელების მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო  ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობას,  დანაშაულებრივი შემთხვევების აღმოფხვრის და შემცირების მიმართულებით ბრძოლის სტრატეგიას  და ოპოზიციის როლს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაიმართა „იდებატეს“ ფინალი 

5 მარტს გაიმართა საქართველოს მომავლის აკადემიის პროექტის – „იდებატეს“ გაზაფხულის  სეზონის ფინალი. ფინალის სადებატო თემა იყო „ეს კრება, როგორც “ევროპის კავშირი”, წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდა საქართველოს“. “იდებატეს“ გამარჯვებულები სანდრო ჯოხაძე და მარიამ ლეონიძე გახდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.