სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ახალგაზრდების ვიზიტი მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრში
14 ივნისს USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ორგანიზებით (CEAC), შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით წევრ ახალგაზრდებისთვის გაიმართა ვიზიტი მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრში.
სპეციალისტთა გუნდმა შშმ პირებისთვის არტ თერაპიის საკითხზე ახალგაზრდებს ვორქშოპი ჩაუტარეს. ასევე გაუზიარეს დეტალური ინფორმაცია მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრში არსებული მომსახურებისა და პროგრამების შესახებ. ცენტრის მიერ განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობებით და ინიციატივებით ხაზი გაუსვეს სხვადასხვა პროფესიებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენს საჭიროებას ქვემო ქართლის რეგიონში.
ვიზიტი ჩატარდა USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტში პროგრამის პარტნიორია „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ (CEAC).
საზაფხულო სამშვიდობო ბანაკი ახალგაზრდებისთვის
ყვარლის ევროკლუბი ახალგაზრდებს კახეთის რეგიონიდან საზაფხულო სამშვიდობო ბანაკში იწვევს. ბანაკი გაიმართება 25-28 ივლისს. საზაფხულო ბანაკი გააერთიანებს 18-დან 25 წლის ჩათვლით 20 ახალგაზრდას. მათ მიეცემათ საშუალება აიმაღლონ ცნობიერება მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე შეიძინონ კულტურათაშორისი დიალოგისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის უნარები და გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც იძლევა თანამედროვე სამყარო და ციფრული და კიბერ სივრცეები სისტემური მშვიდობის დასამყარებლად. მონაწილეთა ხარჯებს ფარავს ყვარლის ევროკლუბი გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი მხარდაჭერით
ახალგაზრდა ხელოვანები კულტურის სამინისტროსთან პროტესტს შეუერთდნენ
12 ივლისს კულტურის სამინისტროსთან გაიმართა საპროტესტო აქცია „არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“. აქცია უკავშირდება კულტურის სფეროსთან და კინოცენტრთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ საკადრო და შინაარსობრივ ცვლილებებს, რომლებსაც სამინისტრო ატარებს. აქციის ორგანიზატორებს, სიტყვით გამოსვლელებსა და მონაწილეებს შორის იყო ძალიან ბევრი ახალგაზრდა კინომცოდნე, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მსახიობი და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენელი.