შეხვედრა ლიტერატურის შესახებ „ფრანკლინის კლუბში“

ლიტერატურის კლუბის ფარგლებში, „ფრანკლინის აკადემიის“ კურსდამთავრებულები შეხვდნენ  კულტურისა და ისტორიის მკვლევარს – გიორგი ჯავახიშვილს. დისკუსიის ფარგლებში კლუბის წევრებმა განიხილეს დამოუკიდებელი საქართვეს ისტორიაში ლიტერატურის მნიშვნელობა, საკვანძო ავტორები და მხატვრული ნაწარმოებები.

თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს. პროგრამის ისტორიაში სამაგისტროების დაცვა მეორედ მოხდა. სულ წარდგენილი იყო შვიდი ნაშრომი. აღსანიშნავია, რომ შვიდივე ავტორი იყო ქალი. ნაშრომები ეხებოდა საქართველოს ისტორიას 1970-90 წლების პერიოდში. 

ტყიბულში „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ კურსი დასრულდა

ტყიბულში დასრულდა “გენერალა მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის” გაზაფხულის კურსი. ტესტირების შემდეგ, ლეგიონს 32 წევრი შეუერთდა. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.