პარტიამ „საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ახალგაზრდების ინიციატივითა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნდა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია.

„პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევას, ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრას და ახალგაზრდა კანდიდატების განვითარების ხელშეწყობას საერთო არჩევნებისთვის“ – აღნიშნულია პარტიის ოფიციალურ განცხადებაში.

„ლელოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს რეგიონებში კამპანია დაიწყო

კამპანია სახელწოდებით „ახალგაზრდების ლელო საქართველოსთვის“ „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით დაიწყო. კამპანიამ უნდა მოიცვას საქართველოს ყველა რეგიონი. პროექტის ფარგლებში, პარტიის წარმომადგენლები ხვდებიან ახალგაზრდებს, რათა განიხილონ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, ქვეყნის პერსპექტივები და მათი ორგანიზაციის საქმიანობა. 

კამპანია ქვემო ქართლის რეგიონიდან, სოფელ „ასურეთიდან“ დაიწყო. 

ქართველმა სტუდენტებმა  ბათუმში რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტეს

ახალგაზრდულმა მოძრაობამ „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ ბათუმის პორტში რუსული კრუიზისა და რუსი ტურისტების შემოსვლა გააპროტესტეს. ისინი ბათუმში  მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

„ოკუპანტებს დავხვდებით ცოცხალი ჯაჭვით და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ. რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის!“ – აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.