თელავის საკრებულოს წევრმა, გიგი გიგიტელაშვილმა რეგიონში მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

აგვისტოს დასაწყისში ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და სოფელ კურდღელაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თელავის საკრებულოში, გიგი გიგიტელაშვილმა  გააკეთა განცხადება, რომელშიც თევალში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა გააკრიტიკა:

„საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობაა ქალაქ თელავში, ასევე, სოფელ კურდღელაურსა და თელავის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში. პრობლემაა, ასევე, ზაფხულის ცხელ დღეებში სასმელი წყლის არარსებობაც.

მოვუწოდებ თელავის მუნიციპალიტეტს, მერიას და იქ დასაქმებულ არაფრის მკეთებელ თანამშრომლებს, გამოვიდნენ ხალხში, გაეცნონ პრობლემებს და იმუშაონ ამ პრობლემის მოგვარებაზე” – აღნიშნა გიგი გიგიტელაშვილმა. 

„ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 2008 წლის ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი შინდისის გმირების მემორიალთან მიაგეს

7 აგვისტოს „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პარტიის ლიდერებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი შინდისის გმირების მემორიალთან მიაგეს.

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონში თბილისის კურსზე მიღება დაიწყო

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონში თბილისის საწყის სამხედრო-სალაშქრო მომზადების კურსზე მიღება დაიწყო. კურსი დაიწყება 16 სექტემბერს და დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა არის უფასო. დეტალების სანახავად, იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/photo/?fbid=326109249766594&set=a.276253694752150

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.