გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგო

18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის სამთო სექციამ მწვერვალ ანწუხელიძეზე (3.276 მ) ასვლით პატივი მიაგო საქართველოს ეროვნულ გმირს. 18 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძეს 39 წელი შეუსრულდებოდა.

ამ სიმბოლურ გასვლას ტრადიციული სახე აქვს და ყოველწლიურად ტარდება.

თბილისში ერასმუსის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი – „ტოტალიტარიზმის მეხსიერება“ გაიმართება

ტოტალიტარიზმის მეხსიერება ახალგაზრდული მოკლევადიანი გაცვლითი პროექტია, რომელიც 1-დან 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში, ძირითადად თბილისში, ჩატარდება და იგი აერთიანებს 30-მდე მონაწილეს 5 ქვეყნიდან (საქართველო, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვენია). პროექტს ორგანიზებას ევროპულ-ქართული ინსტიტუტი გაუწევს. 

იგი გულისხმობს 10 დღიან ინტენსიურ საზაფხულო სკოლას, რომლის ფარგლებშიდაც მონაწილეები გაეცნობიან მეხსიერების პოლიტიკასა და ტოტალიტარული წარსულისა თუ საბჭოთა ოკუპაციაში გატარებული წლების გადააზრების ინსტრუმენტებს სხვადასხვა ქვენყის მაგალითზე. 

„ფრანკლინის აკადემია“ დაბრუნდა და ახალ ნაკადს იღებს

მას შემდეგ, რაც „ფრანკლინის აკადემიას“ ხელისუფლების წარმომადგენლები და პროსახელისუფლებო მედიები საჯაროდ დაუპირისპირდნენ, „ფრანკლინის კლუბმა“ დაკარგა მთავარი პარტნიორი და რამდენიმე თვის განმავლობაში, საგანმანათლებლო პროექტი არ ფუნქციონირებდა. 

„ფრანკლინის კლუბის“ განცხადებით, ახალ პარტნიორებთან ერთად, აკადემია სექტემბრიდან ისევ მიიღებს მოსწავლეებს ახალ ლოკაციაზე. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/662669275786628?ref=newsfeed

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.