მოძრაობა „ხმამ“ და „ხალხის კაფე – პრაქტიკამ“ ჩრდილოკავკასიური ხელოვნების ფესტივალს უმასპინძლეს 

მოძრაობა „ხმის“ ორგანიზებით, კაფე „პრაქტიკაში“ 19-20 აგვისტოს ჩრდილოკავკასიური ხელოვნებისა და აქტივიზმის  მცირე ფესტივალი ჩატარდა. პროგრამის ფარგლებში, ფესტივალის მონაწილეებმა მოისმინეს ჩრდილოეთ კავკასიური ტრადიციული მუსიკა, დააგემონეს ტრადიციული კერძები და მოისმინეს ლექციები სხვადასხვა თემატიკაზე.

ახალგაზრდა პოლიტიკოსი, გიგი გიგიტელაშვილი კუთვნილი ანაზღაურების გარეშე დარჩენილ მუშებს შეხვდა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სოფელ კურდღელაურის მაჟორიტარი დეპუტარი თელავის საკრებულოში, გიგი გიგიტელაშვილი თელავში, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შეხვდა. პოლიტიკოსის განცხადებით, მათ დამსაქმებელმა კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ამ პრობლემურ საკითხზე რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართა.

გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის საბაზისო კურსები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 

ქალაქებში სიღნაში, გორსა და ზუგდიდში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებით ახალგაზრდებისათვის სამხედრო-სალაშქრო მომზადების კურსები მიმდინარეობს. ახალგაზრდები სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებში არიან ჩართულნი და მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს იძენენ. 

ამასთანავე, საბაზისო კურსზე მიღება გამოცხადდა ქ. ტყიბულში, რომელიც 24 სექტემბერს დაიწყება და დაახლოებით 2 თვის მანძილზე გაგრძელდება. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.