მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მდივანი დააკავეს
11 სექტემბერს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მდივანი დააკავეს.
„ის [ირაკლი ღარიბაშვილი] და მისი მთავრობა საქართველოში ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ცდილობს ჩაკლას ყველანაირი პროტესტი, რისი გამოხატულებაცაა დღეს იგორ ნარმანიას დაკავება სტენსილის გამო“ – აღნიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
აღნიშნულის შემდეგ იგორ ნარმანია გაათავისუფლეს.
15- 17 სექტემბერს ლიბერალური აკადემია გაიმართა
15-17 სექტემბერს პოლიტიკური პარტიების „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ორგანიზებით ლიბერალური აკადემია გაიმართა. აკადემიაში მონაწილეობას ახალგაზრდები იღებდნენ. აღნიშნული ღონისძიება სურამში გაიმართა.
ფრანკლინის აკადემია დაბრუნდა
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ფრანკლინის აკადემია დაბრუნდა ფრანკლინის კლუბის აკადემია 9 სექტემბერს დაბრუნდა. მათ მონაწილეებს Factory Tbilisi -ის სივრცეში უმასპინძლეს. აკადემია 4 კვირიან პროგრამას მოიცავს, რომლის ფარგლებში მონაწილეები პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებს ეცნობიან.

