„წერტილის“ ორგანიზებით STAND UP ღონისძიება იმართება

23 სექტემბერს ახალგაზრდული, სტუდენტური ორგანიზაციის „წერტილის“ მიწერ Stand Up საღამო გაიმართება. 

ღონისძიების მიზანი  მიმდინარე სამოქალაქო პროცესებისა და სტუდენტური პრობლემების იუმორში გადათარგმნაა. 

სცენას ისტორიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და უბრალოდ საინტერესო ადამიანები დაიკავებენ და სხვადასხვა ახალგაზრდულ პრობლემას სულ სიცილ-ხარხარში გააჟღერებენ. 

„ლელო – ახალგაზრდებისთვის“ ეროვნულ ბანკთან გამართულ აქციას შეუერთდა

20 სექტემბერს პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ეროვნულ ბანკთან გამართულ აქციას შეუერთდა. აქციის მოთხოვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დასავლური სანქციების თავიდან არიდების საშუალებას აძლევს. აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აშშ-ის მხრიდან დასანქცირებას მოჰყვა. 

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია #ახლას ამბასადორები თბილისში, თელავსა და ახმეტაში მოსახლეობას შეხვდნენ

კამპანია #ახლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად და საქართველოს მოსახლეობის ევროინტეგრაციის პროცესზე ინფორმირებისთვის ტარდება.

„ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობის ურყევ მისწრაფებად რჩება. კამპანია „ახლა“ წარმოაჩენს თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით.

სწორედ ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრენ კამპანიის „ახლა“ ამბასადორები თბილისის, ახმეტისა და თელავის მოსახლეობას.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.