გიგი გიგიტელაშვილმა კურდღელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

18 სექტემბერს თელავის საკრებულოში კურდღელაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, გიგი გიგიტელაშვილმა კურდღელაურის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები, მათ შორის, ლანჩბოქსები გადასცა. ამასთანავე, გიგი გიგიტელაშვილმა თელავის საკრებულოში შეიტანა ინიციატივა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამის წამოწყების შესახებ. 

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახებს ესტუმრა 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები აფხაზეთის ომის ვეტერანის ოჯახს ესტუმრნენ. ლეგიონერებმა მათ პირველადი მოხმარების ნივთები, სურსათი და საოჯახო ტექნიკა გადასცეს. 

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ლეგიონერებს და ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს დახმარებისთვის, თქვენს გარეშე ეს ღონიძიება ვერ შედგებოდა!“ – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„ყვარლის ევროკლუბში“ 4 წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

14 სექტემბერს ყვარელში 4 წიგნის პრეზენტაცია და გამომცემლებთან შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი ახალგაზრდული ორგანიზაცია, „ყვარლის ევროკლუბი“ იყო. 

ღონისძიების პროგრამა იყო შემდეგი:

ყველანი აქ ვართ, უკრაინის გაკვეთილები – გამომცემლობა „ზიარი“. მომხსენებელი: რუსიკო კობახიძე, მთარგმნელი და შემდგენელი;

გზავნილი უკრაინიდან – გამომცემლობა „ინტელექტი“. მომხსენებელი: ზვიად კვარაცხელია, მთავარი რედაქტორი;

ვოლოდიმირ ზელენსკი გმირის ტყავში – გამომცემლობა „ზებრა“. მომხსენებელი: რეჟის ჟანტე, ავტორი;

ზელენსკი უგრიმოდ – გამომცემლობა „სიესტა“. მომხსენებელი: დავით კაკაბაძე, მთარგმნელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.