„ააშენე საქართველოს“ მეორე ნაკადი დაიწყო

2023 წლის 22 სექტემბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) პროექტის „ააშენე საქართველო“ მეორე ნაკადის გახსნით ღონისძიებას უმასპინძლა. 

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა და მას აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდული გაერთიანებების, ბიზნესის, რელიგიური ორგანიზაციებისა და ხელოვნების სფეროს 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება გახსნა საქართველოში აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ალან ს. Პერსელმა და IRI საქართველოს პროგრამის დირექტორმა, ჯონ დიპირომ.

პროექტი „ააშენე საქართველო“ მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერების და წამყვანი ექსპერტების ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებთან ერთად პროექტში ახალგაზრდების ჯგუფიცაა ჩართული, რომლებიც ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობენ. 

 გაბრიელ ჩუბინიძის ლექცია კავკასიურ სახლში

„კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის სეზონის  პირველი ლექცია 27 სექტემბერს  ჩატარდა. შეხვედრა სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა.

იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში ისტორიკოსმა გაბრიელ ჩუბინიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „აფხაზეთის ომი – სამხედრო და პოლიტიკური ასპექტები“. 

გაბრიელ ჩუბინიძე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია (საბაკალავრო ნაშრომი დაიცვა თემაზე: „ქალაქ წყალტუბოს ურბანული ტრანსფორმაცია,  საკურორტოდან დევნილთა ქალაქამდე”). შემდგომ სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა (თეზისი:  „აფხაზეთის ომი: ქაოსი და ჩართული მხარეები“.)  გახლდათ კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი. მისი კვლევები და სტატიები ხშირად ქვეყნდება სხვადასხვა გამოცემათა პლატფორმებზე.

გრიგოლ გეგელია ჩეხეთში ვიზიტით იმყოფებოდა

გრიგოლ გეგელია ჩეხეთის რესპუბლიკაში შეხვედრები გაიმართა. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით ლიდერთა პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც შეხვდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების მეთაურ გენერალ კაროლ რეჰკას და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ონდრეი ბენეშიკს.

გრიგოლ გეგელია ასევე დავესწარი ეუთოს პრაღის კონფერენციას და მონაწილეობა მიიღო მოშნოვის ბაზაზე გამართულ „NATO-ს დღეები 2023“-ში. 

პოლიტიკურ შეხვედრებთან ერთად, გაიმართა  შეხვედრები ჩეხეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს  წარმომადგენლებთან და ჩეხეთის წამყვანი ინოვაციური ტექნოლოგიების ინდუსტრიულ ლიდერებთანაც. მან ასევე რადიო Prague International-ს და სხვადასხვა პრეს-გამოცემას მისცა ინტერვიუ. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.