„ლელოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გელათის დაცვის მოთხოვნით აქცია გამართა

„ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და  პოლიტიკური ლიდერების მიერ გაიმართა აქცია „დაიცავი გელათი“ 

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან, დაზიანებული ტაძრის ფოტოები მიიტანეს. მათ ჰქონდათ ბანერები წარწერით, „ვკარგავთ გელათს, ვკარგავთ ისტორიას, ვკარგავთ საქართველოს!”; “სოლიდარობა ქართველ მეცნიერებს”.

როგორც „ლელოს“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, წლების განმავლობაში, გელათის ტაძრის რესტავრაციის პროცესი უმოქმედობით, არაპროფესიონალიზმით და გულგრილობით იმართება, რამაც ის დაზიანებამდე მიიყვანა.

ყვარელში სამაგიდო თამაშების კლუბში მოსწავლეების მიღება დაიწყო

ყვარლის ევროკლუბმა სამაგიდო თამაშების კლუბში მონაწილეების მიღება დაიწყო.

სამაგიდო თამაშები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ჯანმრთელობისა და ტვინის განვითარებაში. ის ბავშვებს ეხმარება ლოგიკის, მსჯელობის, კომუნიკაციის, კონცენტრაციის, დეტალებზე ყურადღების გამახვილების, სივრცის აღქმისა და კოგნიტური უნარების განვითარებაში. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა 23 თებერვლამდე შეუძლიათ.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა საჯარო ლექცია გამართეს

13 თებერვალს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  ჩატარდა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების დავით ესათიასა და ილია ჯახაიას საჯარო ლექცია – „ევროპული ღირებულებები მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის“. 

საუბარი შეეხო ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივასა და შესაძლებლობებს,  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასა და აღმოსავლეთ პარტნიორობას, ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებს, ასევე ევროკავშირისთვის პრიორიტეტულ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს: მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები.

შეხვედრა ინტერაქციის რეჟიმში წარიმართა.

გიორგი ჩაკვეტაძემ ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდიუმში მიიღო მონაწილეობა 

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა. 

სხდომის ფარგლებში იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე, მათ შორის 2023 წელს გასამართი მსოფლიო ფესტივალის შესახებ. ასევე, განიხილეს ახალგაზრდული გაერთიანების პრეზიდენტის, გენერალური მდივნის, ვიცე-პრეზიდენტებისა და საკონტროლო კომისიის ხელმძღვანელის ანგარიშები. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

IUSY 200-ზე მეტ ახალგაზრდულ პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს, რომლის სრულუფლებიანი წევრიც ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია 2018 წელს გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.