სტუდენტები „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ დაინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ

 „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სტუდენტური მოძრაობა, სახელწოდებით „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“, დაარსდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თამვჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე უარი თქვეს. 

ამასთანავე, ნიკოლოზ სამხარაძის ყოფილმა სტუდენტებმა მას ღია წერილი მიწერეს, რომლითაც მოუწოდეს, მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ კანონპროექტს. 

სტუდენტების შეხვედრა ნინო ლომჯარიასთან, იაგო კაჭკაჭიშვილთან და ზურაბ დავითაშვილთან

 „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გარშემო დისკუსიის მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა ყოფილ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან – იაგო კაჭკაჭიშვილთან და ზურაბ დავითაშვილთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო აღნიშნული კანონპროექტისგან მომავალ საფრთხეებს. 

სტუდენტების პროტესტი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აუდიტორიასთან, სადაც ირაკლი კობახიძე ლექციებს ატარებს, აქცია გამართეს. წინა დღეს მათ მიიღეს ტექსტური შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მომდევნო დღეს ლექცია არ ჩატარდებოდა, თუმცა სტუდენტებმა წინასწარდაგეგმილი აქციის ჩატარება მაინც გადაწყვიტეს. 

მარში „ქალები ტოტალური ძალადობის წინააღმდეგ“

8 მარტს ქალთა მოძრაობამ გამართა მარში „ქალები ტოტალური ძალადობის წინააღმდეგ“. მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და გააპროტესტეს როგორც ქალების წინააღმდეგ არსებული ძალადობა, აგრეთვე რუსული კანონი. პროტესტს უძღვებოდა ახალგაზრდა პოლიტიკოსი, პარტია „მწვანეების“ ერთ-ერთი ლიდერი – თამარ ჯაყელი. თამარი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული პროტესტის ერთ-ერთი წამყვანი სახე იყო.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.