მოძრაობა „ხმის“ წევრები პენსიონრებისთვის საპენსიო სესხების ჩამოწერას მოითხოვენ 

მოძრაობა „ხმა“ პენსიონრებისთვის სესხების ჩამოწერას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ აქცია ლიბერთი ბანკის სათავო ოფისში გამართეს

ისინი ბანკის ფოიეში ძირს დასხდნენ და განაცხადეს, რომ ტერიტორიას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდნენ, თუ მიიღებდნენ პირობას, რომ სესხები ჩამოიწერებოდა.

სამუშაო საათების გასვლის შემდეგ ბანკის დაცვამ ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანა გარეთ.

ყვარლის ევროკლუბს ევროკავშირის ელჩის მრჩეველი ჟულიენ კრამპი ეწვია 

2 მარტს ყვარლის ევროკლუბმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს უმასპიძნლა. გაიმართა დისკუსია თემაზე „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები – სად ვართ?“, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილეს ამ კუთხით დღეს არსებული მდგომარეობა და მთავარი გამოწვევები.

„იდებატეს“ ფინალი 

5 მარტს გაიმართა საქართველოს მომავლის აკადემიის პროექტის – „იდებატეს“ ფინალი. ფინალის სადებატო თემა იყო „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტი . „იდებატეს“ გამარჯვებულები მარიამ ცხადიაშვილი და მარიამ გულედანი გახდნენ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.