ნინო წულაძემ თბილისის საკრებულოს სიტყვით მიმართა
17 მარტს თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე – ხალხითვის“ წარმომადგენელმა, ნინო წულაძემ კოლეგებს სიტყვით მიმართა და რუსული სტილის „აგენტების შესახებ“ კანონი გააკრიტიკა. მან თბილისის საკრებულოს წევრებს წითელი ფურცლები დაურიგა და იკითხა, თუ რომელი მათგანი მიაჭერდა წითელ ღილაკს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. პერფორმანსს საკრებულოში ხმაური მოჰყვა.
ქართულ კინოში არსებულ პრობლემებზე დისკუსია გაიმართა
ონლაინ პლატფორმა Cinexpress-მა, რომლის წევრებიც არიან ახალგაზრდა კინოკრიტიკოსები, ჩაატარა დისკუსია ქართულ კინოში არსებულ პრობლემებზე. საუბარი შეეხო კულტურის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული სხვადასხვა ოფიციალური ინსტიტუციების პრიორიტეტებისა და არსებული რესურსების არასწორი განაწილებითა და რიგ შემთხვევებში, უკანონო თუ კანონის საჭიროებისამებრ გადაწერით მიღებული გადაწვეტილებებით შექმნილ წნეხს.
„ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ მიერ ეკონომიკის სკოლა ჩატარდა
„ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით მარტის თვის განმავლობაში გაიმართა ეკონომიკური ისტორიის სკოლა. შერჩეული მონაწილეები დაესწრნენ 5 ლექციას და განიხილეს სხვადასხვა პერიოდში არსებული ეკონომიკური იდეები და წყობილებები.