სტუდენტების პროტესტი „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“

სტუდენტური მოძრაობის განცხადებით „თსუ“-ს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში წინასწარი გაფრთხილების გარეშე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მაცხოვრებლებს პირადი ინფორმაცია გამოჰკითხეს. სტუდენტების აზრით, ეს შემოწმება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტისა და უნივერსიტეტში ხელისუფლების წარმომადგენლების ლექციების ბოიკოტის შედეგია.

22 მარტს „თსუ“-ს პირველი კორპუსის ტერიტორიაზე გაიმართა სტუდენტების  საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეები შევიდნენ უნივერსიტეტის შენობაში და შეხვდნენ „თსუ“-ს რექტორს, ჯაბა სამუშიას. რექტორის განცხადებით, შსს-მ უნივერსიტეტს შემოწმების შესახებ არ შეატყობინა. მან განაცხადა, რომ პროტოკოლის დახვეწასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდება. 

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი „ფრანკლინის აკადემიას“ ესტუმრა

26 მარტს, „ფრანკლინის აკადემიის“ მარტის ნაკადის დახურვაზე, აკადემიის მონაწილეებს საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეხვდა. მან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა .

მას შემდეგ, რაც „ფრანკლინის კლუბი“ ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო მედიის თავდასხმის ობიექტი გახდა, არაერთმა საჯარო ფიგურამ გამოუცხადა მხარდაჭერა და ეწვია აღნიშნულ ორგანიზაციას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ყრილობა გაიმართა

26 მარტს გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ყრილობა. პარტიის ახალგაზრდულ საქმეთა მდივნად იგორ ნარმანია დაინიშნა. ყრილობაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის წესდება დაფუძნდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით: „მეტი ასეთი ახალგაზრდის პოლიტიკაში ჩართვა, მნიშვნელოვნად შეცვლის არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მთელ ქართულ პოლიტიკურ რეალობას”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.