„მწვანეები“ ქალთა მარშს შეუერთდნენ 

2 აპრილს თბილისში გაიმართა ქალთა სოლიდარობის მარში, რომლის წამყვანი „მწვანეების“ წევრი თამარ ჯაყელი იყო. ქალთა სოლიდარობის მარში უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ იყო მიმართული. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ დაიწყო და დედაენის ბაღში დასრულდა.

მარშის წევრების თქმით გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროინტეგრაციის 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თუმცა ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება.

მარშის მონაწილეები მოუწოდებდნენ პოლიტიკოსებს, საჯაროდ გაემიჯნონ ქალთა მიმართ ძალადობას.

მოძრაობა „ხმა“ გაფიცულ კურიერებს უჭერს მხარს 

4 აპრილს მოძრაობა „ხმას“ კაფე „პრაქტიკამ“ გაფიცულ კურიერებს უმასპინძლა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კურიერები „გაფიცვა გრძელდება და გადამწყვეტ ფაზაში შედის“. მოძრაობა „ხმამ“ კვების ობიექტებს, საიდანაც კურიერებს საჭმელი წაუღიათ, ასევე მოქალაქეებს გაფიცულების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის საბაზისო კურსი თბილისსა და რეგიონებში 

თბილისში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონმა საბაზისო კურსზე ახალი, მე-17 ნაკადი მიიღო. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა უკვე რამდენიმე საველე გასვლა განახორციელეს. 

საბაზისო კურსები თბილისის გარდა ასევე ჩატარდება სხვადასხვა ქალაქებში, ქუთაისში, ტყიბულში, ხარაგაულში და ა.შ. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.