ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ ფრანკლინის კლუბში ღონისძიება ჩატარდა

8 აპრილს „ფრანკლინის კლუბ – ის“ ორგანიზებით, „ჰოლოზეუმში“ ჩატარდა ღონისძიება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ შესახებ. ფრანკლინის აკადემიის ლექტორებმა, გიორგი ანდრონიკაშვილმა და გიორგი ჯავახიშვილმა, აკადემიის კურსდამთავრებულებს წაუკითხეს ლექცია ორგანიზაციის დაარსებისა და საქმიანობის შესახებ. შემდეგ გაიმართა ორი პანელური დისკუსია.

პირველი დისკუსია ეხებოდა ორგანიზაციის გავლენას საქართველოში სამოქალაქო ნაციონალიზმის ჩამოყალიბებისა და ეროვნული თვითგამორკვევის პროცესზე.  პანელში  მონაწილეობა მიიღეს ისტორიკოსმა, ბექა კობახიძემ და ნაციონალიზმის მკვლევარმა, გია ნოდიამ, მოდერატორი – გიორგი ჯავახიშვილი.  

მეორე დისკუსია ეხებოდა სასკოლო განათლებას, კერძო ინიციატივასა და პარალელებს დღევანდელობასთან. პანელში მონაწილეობა მიიღეს ფილოსოფოსმა, ლევან ღამაბაშიძემ და ისტორიკოსმა, გიორგი უგულავამ, მოდერატორი – გიორგი ანდრონიკაშვილი.

კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით ახალი პროექტი – „ჩვენი ევროპული გზა: ევროპის დღეები საქართველოს საჯარო სკოლებში” დაიწყო

22-23 აპრილს დაიწყო კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისისა (KAS South Caucasus) და საქართველოს სამოქალაქო განათლების ასოციაციის (GACE) ერთობლივი პროექტი „ჩვენი ევროპული გზა: ევროპის დღეები საქართველოს საჯარო სკოლებში“.

პროექტი წარიმართება კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტების და სხვადასხვა ახალგარდული პროგრამების კურსდამთავრებულების, ასევე GACE-ის ტრენერების ჩართულობით.

პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებს ახალგაზრდების მხრიდან მიეწოდოთ საფუძვლიანი ინფორმაცია ევროკავშირის ისტორიის, მიზნების, ფუნქციონირებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ. 

საინფორმაციო შეხვედრების, სახალისო აქტივობების და შეჯიბრებებში მონაწილეობის გარდა, სკოლის მოსწავლეებს აქვთ საშუალება, ჩაერთვნენ სამაგიდო თამაშში „ევროპის გზა“. 

პროექტი ითვალისწინებს ორი თვის განმავლობაში კახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების 26 საჯარო სკოლაში დაახლოებით 650 მოსწავლისთვის ორდღიანი სემინარებისა და აქტივობების ჩატარებას.

სკოლებიდან ესსეს საფუძველზე შეირჩევა თითო მოსწავლე, რომელიც ზაფხულში კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ევროპულ ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.

#იდებატეს 2023 წლის გაზაფხულის სეზონი დაიწყო

„საქართველოს მომავლის აკადემიამ“ ბრიტანული საპარლამენტო სტილის ჩემპიონატის – „#იდებატეს“  ახალი, გაზაფხულის სეზონი დაიწყო. 29-30 აპრილს გაიმართა თბილისის პირველი შესარჩევი ტურნირი, სეზონის განმავლობაში კი მსგავსი ტურნირები გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშიც ჩატარდება. 16-18 ივნისს კი უმასპინძლებს ფინალურ ტურნირს. მთლიანი სეზონი საქართველოს ევროპულ მომავალს ეძღვნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.