15 აპრილს, საქართველოს მთვრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრაქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილი ახალი პლატფორმის – „ახალგაზრდული საბჭო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში” პირველ სხდომას უმასპინძლა.

საბჭო წარმოადგენს ახალ საკომუნიკაციო არხს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა (ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე) და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის, რომლის ერთ-ერთ მიზანს საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათთან მუშაობა, პრობლემატიკისა და გამოწვევების შესწავლა და ანალიზი იქნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების – “ევროპულ-ქართული ინსტიტუტი”, “ევროპული ახალგაზრდული ცენტრი”, “მომავალ დიპლომატთა კლუბი”, “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი”, “ევროკლუბი”, “ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია”, „YATA საქართველო”) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

საბჭოს შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე, შეაჯამეს ნატოს კვირეული 2016-ის ფარგლებში რეგიონებში განხორციელებულ საინფორმაციო კამპანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.