ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ბადრი გრგიალაშვილი დაიბადა 1997 წლის 26 თებერვალს, ქალაქ ახალციხეში. 2015 წელს ოქროს მედალზე წარჩინებით დაამთავრა ახალციხის მე-2 საჯარო სკოლა და ამავე წელს, ჩაირიცხა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე. სკოლის სასწავლო პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. 2013 წელს გახდა „საქართველოს ახალგაზრდული პარლამეტის“ საუკეთესო დელეგატი. 2014 წელს კი მიიღო რეგიონალური ინტელექტუალური თამაშის- „რა?სად?როდის?“ საუკეთესო მოაზროვნის ტიტული. ამჟამად, გახლავთ სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი. ასევე, არის ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტ მკვლევართა ცენტრის წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ადვოკატის თანაშემწე.
ჩემთვის #ქმედება არის
ჩემთვის სამოქალაქო ქმედება არის იმ ფორმალური თუ არაფორმალური განათლებისა და გამოცდილების მიღება,რისი საშუალებაც კლასიკურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ გეძელვა(სკოლა,უნივერსიტეტი). ქმედედება შენთვის სასურველ სფეროში ცოდნის გაზიარების გარდა იძლევა კარგ საშუალებას ისწავლო ფიქრი,ანალიტიკური მსჯელობა და გამოხვიდე რუტინული სწავლების ჩარჩოებიდან. ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ქმედების სკოლის სილაბუსით გასაზღვრული სალექციო თემატიკა,რომელიც თეორიული ცოდნის გადმოცემის გარდა ორიენტირებულია დაგარწუმნოს იმაში,რომ შეგიძლია ფიქრი,ძიება და საბოლოოდ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების წარმოჩენა. ეს მნიშნველოვანია იმ კუთხით,რომ სახელმწიფოში მოქმედი დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა არ გაძლევს კრეატივისა და იმპროვიზაციის უნარის განვითარების შესაძებლობას . შესაბამისად,ბუნებრივია ჩარჩოებში მოქცევა და გარკვეული თეორიული ცოდნის მოცემა პრაქტიკისა და ანალიზის გარეშე ვერ გაქცევს წარმატებულს იმ სფეროში,რომელშიც გსურს თავის დამკვიდრება.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტუტი არის იდეების გენერატორი,რომელშიც გენერირდება უამრავი სხვადასხვა იდეა და შესაძლებლობები. აღნიშნული კი უამრავ ახალგაზრდას და მოტივირებულ სტუდენტსა თუ მოსწავლეს აძლევს თვითრეალიზების იდეალურ საშუალებას თუკი მას ამის სურვილი და მოტივაცია გააჩნია. ამას გარდა,ევროპულ-ქართული ინსტიტუტი უდიდეს ძალას წარმოადენს სამოქალაქო აქტივიზმის განითარების პროცესში,ვინაიდან თითოეული მათი იდეა თუ პროექტი უკავშირდება ისეთი ღონისძიებების ორგაიზებას,რომელიც სასარგებლოა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთის. ეს კი თავისთავად სახელმწიფოს ზოგად განვითარებას უწყობს ხელს. ამასთან,თუ საზოგადოებაა ძლიერი და პროეგრესული იგი ზრდის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის სტანდატსა და ხარისხს. უფრო კონკრეტულად კი, საზოგადოებას,რომელსაც აქვს ცოდნა რთულია მისი მოტყუება და ამ გზით სახელმწიფოს მართვის სადავეების ხელში ჩაგდება. შესაბამისად, პირფერობის გარეშე მგონია,რომ ევროპულ-ქართული ინსიტიტუტი მეტია ვიდრე უბრალოდ ერთი კონკრეტული ა(ა)იპ-ი.
მე ასეთი საქართველო მინდა…
მოკლედ, მე მინდა მდიდარი საქართველო,რადგან ფულის უქონლობაა რეალურად ნებისმიერი პრობლემის მიზეზი. დაწყებული განათლებიდან დამთავრებული გაჭირვებული ადამიანებით,რომელთა მთავარი საზრუნავი დღიდან დღემდე თავის გატანაა. ამას გარდა,მინდა ქვეყანა,სადაც არ არსებოებენ ქსენოფობები და შოვინისტები. მინდა საქართველო,სადაც არ მოხდება მოქალაქეების ეროვნებით და რასის მიხედვით დაყოფა,არ მოდება ადამიანების სქესის მიხედვით დაყოფა. მინდა ქვეყანა,სადაც ადამიანს არ შეეშლება ხელი ბიზნესის კეთებაში მხოლოდ იმიტომ,რომ ის ინდოელია. ასევე,მინდა ქვეყანა,სადაც ხელისუფლება იქნება მორგებული ხალხზე და არა პირიქით. აქედან გამომდინარე მინდა ქვეყანა ნაკლები ბიუროკრატიით და ხალხის გადასახადების კმაყოფაზე მყოფი ჩინოვნიკებთ. ასე რომ, მე მინდა საქართველოს ჰქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ბევრი ფული და საბოლოოდ,ნაკლები პრობლემები.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
ჩემი სამომავლო პროფესია უკავშრდება იურისპრუდენციას. ამჟამად,ვირიცხები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-3 კურსის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე,თუმცა არ ველოდები დიპლომის აღებას უკვე მაქვს პროფესიული წარმატებები,რადგან წარმოვადგენ ილიაუნის სამართლის კლინიკის საადვოკატო სამსახურს,სადაც ვიღებ უდიდეს პრაქტიკა და მაქვს შანსი ჩემი კარირეა განვავითარო იმგვარად,როგორც ნორმალურ იურისტს შეეფერეობდა
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ჩემთვის არის ერთგვარი აბსტრაქცია,რაც გულისხმობს ქსენოფობიას,შოვინიზმს,არატოლერანტობას და უფრო მეტი სიძაფრისთვის,შორიდან დანახულ მხარ-თეძოზე წამოწოლილ მოქალაქეს,რომლიც სახელმწიფოსგან ელოდება ისეთი მოქმედებების განხორციელებას,რაც სინამდვილეში თავისი გასაკეთებელია. შესაბამიდ, არ მგონია რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ქართველობა იყოს საამაყო და ვინმესთვის მოსაწონი.