გურიასა და ბათუმში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში პროექტი რამდენიმე აქტივობად განხორციელდა.
პირველი აქტივობის ფარგლებში მათ გადაიღეს ვიდეო, რომლის მონაწილეებიც იყვნენ 8 წლამდე ბავშვები, მათ უსვამდნენ კითხვებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით და მათგან იღებდნენ პასუხებს.
მეორე აქტივობის ფარგლებში ჯგუფი ჩავიდა ზღვის პირა ქალაქებში, ქობულეთში და ბათუმში. მათ მოამზადეს კითხვები კონსტიტუციიდან და დაამზადეს სუვენირები, რომელზეც ეწერა მომზადებული კითხვების პასუხები. კითხვებს უსვამდნენ დამსვენებლებს, პასუხის შესაბამისად მონაწილე საჩუქრდებოდა პრიზით.
შემდეგი აქტივობა მოიცავდა ბროშურების გავრცელებას. ბროშურები იყო ხელნაკეთი, რომელიც დაამზადა გუნდის წევრებმა. ბროშურებზე ეწერა მუხლები კონსტიტუციიდან, ასევე გაფორმებული იყო სხვადასხვაგვარი აქსესუარით. აღნიშნული ნივთები ორგანიზატორებმა გაავრცელეს ოზურგეთის ცენტრალურ პარკში.
ინიციატივა განხორციელდა დაბა ლაითურში, ქალაქ ოზურგეთში, ქობულეთსა და ბათუმში.