ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური განზომილება: წარსულიდან აწმყომდე

სტანისლავ ჟელიხოვსკი
პოლიტიკური მეცნიერებების კანდიდატი
სტატია თარგმნა: მაია თარგამაძე

უხსოვარი დროიდან ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს უკრაინა, იყო იმის მიზეზი, რომ ევრაზიულ მასივზე მცხოვრები სხადასხვა ხალხები იყენებდნენ მას დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დასაკავშირებლად – უპირველეს ყოვლისა, მისი მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო.

შუა საუკუნეებისა და ახალი დროის პერიოდში, მაშინ, როდესაც რეგიონის ტერიტორიაზე იქმნებოდა პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, ცენტრალიზირებული სახელმწიფოერბრიობის არსებობა არ აჩერებდა უცხო ხალხებს ბალტისპირეთისა და შავი ზღვის სარტყელზე კონტროლის დამყარების მცდელობებისგან. თუმცა იმ კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ამ რეგიონში მცხოვრები ხალხების დაპყრობის რეალური საფრთხე დგებოდა, უკანასკნელების გაერთიანებული ძალისხმევა შესაძლებლობას არ აძლევდა მტრის მუხანათური გეგმების განხორციელებას. სწორედ ასეთი პრაგმატული ქმედებები ქმნიდნენ ნამდვილად გმირულ ფურცლებს ისტორიის წიგნებში : გრიუნვალდი (1410), ორშა (1514), ხოტინი (1621),ვენა (1683) და ა.შ.

სამწუხაროდ, ახალშექმნილი იმპერიებისა და რეგიონების შემოტევების გამო XVIII – XIX
საუკუნეებში ზღვათა შორის მცხოვრებმა ხალხებმა (ბალტებმა, ბელარუსებმა, პოლონელებმა , რუმუნებმა, სლოვაკებმა, უნგრელებმა, უკრაინელებმა, ჩეხებმა და სხვ.) დაკარგეს საკუთარი სახელმწიფოებრიობა. უმეტესობისთვის ეს ყოფა გრძელდებოდა XX საუკუნის დასაწყისამდე.

პირველი მსოფლიო ომის დასასრულის ფაზის დროს რეგიონის ქვეყნებმა მოიპოვეს არც თუ ისე მცირე შანსები, რომ დაებრუნებინათ საოცნებო თავისუფლება, რომელიც, როგორც უკვე ვახსენეთ, მათ მიერ დაკარგული იყო. დიდი ომის სამხედრო მოქმედებები და რევოლუციური ბიძგები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აგონიაში ჩავარდნილი იმპერიების ტერიტორიებზე, შეცვალეს აღმოსავლეთ ევროპის დღის წესრიგი და მის მიწებზე დაიწყო ერების მიერ სუვერენიტეტის მოპოვების პროცესი – რაც მნიშველოვანი ნაბიჯი იყო ომისშემდგომი სრულიად ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

აუცილებლად აღსანაშნავია ისიც, რომ პოლონელებისა და უკრაინელების ერთობლივი ძალისხმევით, რომლებმაც 1920 წლის 21 აპრილს დადეს სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება ვარშავაში, შესაძლებელი გახდა ბოლშევიკების შემოტევის შეჩერება და წითელი მოსკოვის ძალების იმ გეგმის, რომელიც ითვალისწინებდა კონტინენტის სიღრმეებში შესვლას, ჩაშლა.

ასევე აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ პერიოდში გადადგმულ იქნა ნაბიჯები იმ ხალხების პოლიტიკური დაახლოებისთვის, რომლებმაც განაცხადეს საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ. საუბარი არის ბალტიისპირეთის სახელმწიფოების კონფერენციაზე (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, ფინეთი), რომელიც ტარდებოდა 1920 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, სადაც დელეგატებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ კონვენციას, რომლის მიზანი იყო „აღმოსავლეთის ანტანტისა“ და „ბალტიისპირეთისა და „შავი ზღვის კავშირის““ შექმნა. ამრიგად, დელეგაციებმა შეძლეს შეექმნათ რიგი მნიშვნელოვანი დებულებები, შეთავაზებები და კონვენციები, რომლებსაც უნდა დაეახლოვებინათ მონაწილე სახელმწიფოები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, საკომუნიკაციო და კულტურულ-სამეცნიერო საკითხებში
სამწუხაროდ ყველა ნაციამ ვერ შეძლო საკუთარი ახალგაზრდა სახელმწიფოებრივობის შენარჩუნება. ამ ნაციებს მიეკუთვნებოდნენ უკრაინელები და ბელარუსები, და ეს სიტუაცია განპირობებული იყო მათ მიწებზე ბოლშევიკური რუსეთის ექსპანსიის გაძლიერებით. ამ უკანასკნელს ჰქონდა დიდი სურვილი, გაეკონტროლებინა ბალტიისა და შავ ზღვებს შორის არსებული სივრცე ზუსტად ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ მისი წინამდებარე სახელმწიფოები . რიგ მიზეზთა გამო უკრაინელი და ბელარუსი ერები თითქმის ყველაზე მეტად დაუცველები აღმოჩნდნენ ომთაშორის პერიოდში, რის გამოც მათ საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

მაგრამ ესეც ეცოტავა მოსკოვს . შემდგომში მომხდარი მოვლენები ცხადყოფს, რომ ბელარუსი და უკრაინა არ იყვნენ ბოლო „კერძები“ კრემლის გეოპოლიტიკურ „ნადიმზე“, როგორც კი მოსახერხებელი დრო დადგა, კრემლმა არ დააყოვნა და რევანშისტული ქმედები განახორციელა. საუბარია იმ მოვლენებზე, რომლებსაც ჰქონდა ადგილი როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ასევე მის შემდგომ. ომის შედეგად ევრიპის კონტინენტი დაიყო ზეგავლენის ზონებად, რომლებიც შემდგომ გადაიქცა „ცივი ომის „ბლოკთაშორისო დაპირეისპირებად“, რომელიც თავის კრიტიკულ მომენტებში, გაზვიადების გარეშე, ემუქრებოდა მთელ კაცობრიობას.

საბედნიეროდ, უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა და რეგიონის დანარჩენმა ქვეყნებმა 1989 – 1991წლებში მოიპოვეს სრული დამოუკიდებლობა, რომლისკენაც თითოეული მათგანი მიისწრაფოდა საკუთარი, ინდივიდუალური, გზების მეშვეობით. დადგა ურთიერთგაგების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკამათო ისტორიული საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი, ერები ამისკენ მიისწრაფვიან ,და ამაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ერთობლივი დოპლომატიური ძალისხმევა. ვარშავის ხელშეკრულება, ისევე როგორც რიგის პოლიტიკური კონვენცია, მისი მოკლეხნიანობის მიუხედავად, შეიძლება მივიჩნიოთ როგორც კავშირი, რომელიც ემსახურება ხელმომწერი სახელმწიფოების სახელმწიფოებრიობის დაცვას. თანამედროვე დროებაში ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც კარგი მაგალითი.

საბჭოთა კავშირის არსებობის შეწყვეტის შემდგომ, თავისდა გასაოცრად, ისეთი ახალგაზრდა სახელმწიფო, როგორც უკრაინა, გახდა რესპუბლიკა, რომელიც აკონტროლებს ბალტიის და შავიზღვისპირეთის სივრცის დიდ ნაწილს. ეს განპირობებელია იმით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმეტესი წევრი ქვეყნების მიერ უკრაინა იქნა აღიარებული დამოუკიდებელ ქვეყანად იმ საზღვრებში, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიოს შემდგომ, რამაც ის აქცია ტერიტორიული სიდიდით ყველაზე დიდ ქვეყანად იმ ქვეყნებს შორის, რომლის ტერიტორიაც მთლიად მოაზრება ევროპის ფარგლებში. ასევე ოფიციალურმა კიევმა მიიღო გასასვლელი შავ და აზოვის ზღვებზე, რაზეც ის დიდხანს ოცნებობდა – და შესაბამისად დაუკავშირდა მსოფლიო ოკეანეს.

აგრეთვე მნიშვნელოვანია უკრაინის მეზობლების საკითხი დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი), სადაც არის საერთო ბაზარი და არის შესაძლებლობა, რომ ადამიანები, საქონელი თუ მომსახურება თავისუფლად გადაადგილდნენ. ეს და ის ფაქტორი, ,რომ უკრაინის ტერიტორიაზე არის საზღვაო პორტები, ძალზედ აძლიერებს მის სატრანზიტო პოზიციას და აყალიბებს მას ბალტისპირეთის და შავი ზღვის რეგიონის წონიან აქტორად.

ასეთი შესაძლებლობა ქმნის პერსპექტივას, რომ შეიქმნას ახალი სატრანსპორტო კორიდორები ტვირთებისა და მგზავრების გადაადგილებისთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და პირიქით (მაგალითად, ჩინეთის ინოვაციურ პროექტთან, „ერთი სარტყელი-ერთი გზა“დაკავშირება). ხოლო უკრაინას და ჩრდილოეთის ქვეყნებს შორის მდინარეზე გემების მიმოსვლის სრულყოფილი განახლება შექმნის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს როგორც უკრაინის ეკონომიკისთვის, ასევე რეგიონის სხვა ყველა სახელმწიფოსთვის.

ამ ყველაფრის ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევმა განსაზღვრა თავისი საგარეო-პოლიტიკური ორიენტირი, განაცხადა რა მისწრაფება ინტეგრაციისთვის ევრიპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც ფიქსირდება არამხოლოდ საკონსტიტუციო დონეზე, არამედ ამ კურსს მხარს უჭერს უკრანის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. ამ ყველაფრმა შესაძლოა ჩაუყაროს საფუძველი უკრაინის უფრო ღრმა თანამშრომლობას დასავლეთთან არა მხოლოდ პოლიტიკო-ეკონომიკურ, არამედ სამხედრო სფეროშიც, რაც პერსპექტივაში აქცევს უკრაინას თავისუფალი სამყაროს ფორტპოსტად, რომელიც შეებრძოლება იმ ყველა საშიშროებას, რომელიც ემუქრება ლიბერალურ-დემოკრატულ ცხოვრების სტილს.

მაგრამ ის საფრთხეები, რომლებიც ემუქრებიან მშვიდობიან სტაბულურობას, ჯერ კიდევ ძალაშია. მათ შორისაა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება (რომლის მსხვერპლია არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რეგიონის სხვა სახელმწიფოებიც), ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გაზრდა, ასევე არც თუ ისე სტაბილური სიტუაცია ბალკანეთში და ა.შ.

ამიტომაც სრულიად გასაგებია, თუ რატომ სურთ სახელმწიფოებს რეგიონში სხვა სახელმწიფოებთან თანამშროლობა, მათ შორის უკრაინასაც. აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს გეოგრაფიული ფაქტორი, რაც გამოიხატება დასავლეთის მიერ ფინანსების ყოველწლიური გამოყოფაში, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის მიერ. ეს თანხები მიმართულია ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის სივრცის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხების მხარდასაჭერად, მნიშვნელოვანია რეგიონში NATO-ს სამხედრო წვრთნების რეგულარული ჩატარება და ასევე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების მშენებლობა, რომლის მაგალითების IGIS სისტემა რუმინეთში და პოლონეთში, აგრეთვე ოპერატიული მმართველობის ფლოტის ცენტრი უკრაინაში.

საკმაო პერსპექტიულია 12 ევროკავშირის სახელმწიფოს თანამედროვე გაერთიანება – სამი ზღვის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა საკითხებზე მიმოხილვისთვის რეგიონალური დიალოგის შექნმას. სამწუხაროდ, უკრაინა ჯერ-ჯერობით არ არის ამ პროექტის წევრი, თუმცა უკრაინულმა სახელმწიფომ ინტერესი გამოიჩინა მის მიმართ. არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში კიევიც შეუერთდება ამ ინიციატივას.

ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბალტიისპირეთის და შავი ზღვის სივრცის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მაღალია. ამას განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი – რეგიონის სასარგებლო გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს დასავლეთ ევროპასა და დანარჩენ ევრაზიულ ფართობს, ასევე ის, რომ მის ტერიტორიაზე განლაგებულია დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომელთა მიზანია მშვიობიანი თანაცხოვრება და ბალტიისპირეთის, შავი ზღვის რეგიონის, და ზოგადად, ევროპული კონტინენტის თანამედროვე საფრთხეებისგან დაცვა.

სტატია მომზადებულია ბელარუსი, პოლონელი, მოლდოველი, უკრაინელი და ქართველი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის მიერ. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.